ონლაინ სივრცეში რაღაც პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას, პირველი შეფასებებს ვკითხულობთ. თუმცა ისიც ვიცით, რომ ზოგიერთი მათგანი ყალბი შეიძლება იყოს… ამიტომ Google Maps-მა გადაწყვიტა, ჩვენი გამოცდილება მეტად საიმედო გახადოს — იმ ბიზნესის პროფილების შეზღუდვას იწყებს, რომლებიც ყალბ შეფასებებს მასპინძლობენ. ოფიციალურ ვებგვერდზე კი შეზღუდვების კონკრეტულ ფორმებს გვაცნობენ:
- ბიზნესები ვერ მიიღებენ ახალ შეფასებებს გარკვეული დროის მანძილზე.
- არსებული შეფასებები გამოუქვეყნებელი დარჩება კონკრეტული პერიოდით.
- ბიზნესის პროფილებზე გაფრთხილებას დაიტანენ, რომ ისინი ადრე ყალბ შეფასებებში ამხილეს.
Google Maps-მა შეზღუდვები გაერთიანებულ სამეფოში ამ წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა აღნიშნული პოლიტიკა ახლა გლობალურად ამოქმედდება!
თუმცა გამომდინარე აპლიკაციის საოცარი პოპულარობისა და იმ ფაქტისა, რომ გავრცელებული პრაქტიკაა სასურველი რაღაცების პოვნა შეფასებების მიხედვით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბიზნესები Google Maps-ზე შეფასების სისტემის გამოყენებას ცდილობენ… მიუხედავად ამისა, ყალბი შეფასებები სისტემის ნდობის საკითხზე აისახება ცუდად, ამიტომ Google-ისთვის ამ ტენდენციის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმა სტრატეგიული სვლად შეგვიძლია, ჩავთვალოთ.