6
Jun
2019

Google Maps-ს ბუნებრივი კატასტროფების შესახებ გაფრთხილების ფუნქცია დაემატა

6 Jun 2019

Alta
Alta


Google Maps-ს ფუნქცია SOS Alert დაემატა, რომლის საშუალებითაც, აპლიკაციის მომხმარებელი რეალურ დროში მიიღებს ინფორმაციას სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი კატასტროფით გამოწვეული შესაძლო საფრთხის შესახებ. უფრო კონკრეტულად, თუ გეზს ისეთი ადგილისკენ აიღებთ, სადაც მიწისძვრის, ქარიშხლისა თუ წყალდიდობის საფრთხე არსებობს, SOS Alert ამოქმედდება, მოგაწვდით ინფორმაციას და ალტერნატიულ მარშრუტებსაც შემოგთავაზებთ.

Google Maps-ის SOS Alert-ით სარგებლობა Android-ზე, iOS-ზე იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ის ლეპტოპიდან, თუ მობილურიდან ვებგვერდზე შესვლის შემთხვევაშიც გამოჩნდება. პირველ ეტაპზე, ამ ფუნქციით ისეთ რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლები ისარგებლებენ, სადაც ბუნებრივი კატასტროფები ხშირია.

განხილვა