in

Google Maps მანქანის გადაადგილების სიჩქარეს გაზომავს

Google Maps-მა სპიდომეტრი დაამატა, რაც ნიშნავს, რომ თუ საჭესთან ხართ და Google Maps-ს იყენებთ, ის თქვენი გადაადგილების სიჩქარეს გაზომავს და მეტიც, მოგცემთ ინფორმაციას სიჩქარის ლიმიტების შესახებ, იმ გზაზე, სადაც კონკრეტულ მომენტში იქნებით. ფუნქციის ჩართა მგზავრობისას, Google Maps-ის პარამეტრებიდან არის შესაძლებელი. თუმცა, სიახლე, ჯერჯერობით, ყველა ქვეყანაში არ მოქმედებს.

როგორც Android Police-ზე ვკითხულობთ, ის ჯერჯერობით მხოლოდ არგენტინაში, ავსტრალიაში, ბელგიაში, ბრაზილიაში, კანადაში, ჩეხეთში, ფინეთში, გერმანიაში, ინდოეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, პორტუგალიაში, შვედეთში, ტაივანში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში გამოცადეს.

აღსანიშნავია, რომ Google Maps-მა, ცოტა ხნის წინ, ბუნებრივი კატასტროფების შესახებ მომხმარებლის გაფრთხილების ფუნქციაც დაამატა.

ლონდონის ახალი პარკის ბრენდინგზე Droga5-მა იმუშავა

ეს ის შემთხვევაა, როცა ჯობს, საქმე სხვა დროისთვის გადადო!