in

Google Maps-მა უკრაინაში ტრანსპორტის გადაადგილების ლაივ რეჟიმი გათიშა

გადაწყვეტილება ადგილობრივების დაცვას ემსახურება

Google-მა უკრაინაში Google Maps-ის ის ფუნქციები გათიშა, რომლებიც ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილებასა და შექმნილი საცობების შესახებ ინფორმაციას პირდაპირ რეჟიმში იძლევა. გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული — ადამიანების გადაადგილებასა და მათი თავშეყრის ადგილებზე დაკვირვებას ვეღარავინ შეძლებს, ყოველ შემთხვევაში, აპლიკაციის მეშვეობით. 

კალიფორნიის Middlebury Institute of International Studies-ის პროფესორის თქმით, Google Maps-ის მეშვეობით რუსულ კოლონებზე დაკვირვება იყო შესაძლებელი, როდესაც ისინი უკრაინისკენ დაიძრნენ — ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე პუტინი ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებდა.

მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით კი კომპანიამ საჭიროდ ჩათვალა, უკრაინის მაღალჩინოსნებთან კონსულტაციის შემდეგ ზემოთ ხსენებული შეზღუდვა დაეწესებინა. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან Google-სა და სხვა ტექ გიგანტების წარმომადგენლების თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ რეგიონში მომხმარებელთა უფლებების დასაცავად.

ამასთან, გზების გადატვირთვისა და საცობების შესახებ ინფორმაცია მძღოლებისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა ეს მხოლოდ ნავიგაციის რეჟიმში, როდესაც მთელ რუკაზე დაკვირვება შეუძლებელია და მძღოლი კონკრეტულად ერთ გზას მიჰყვება.

რუსულმა ჯარებმა უკრაინელი მხატვრის მუზეუმი და ათობით ნამუშევარი დაწვეს

უკრაინა 15 მილიონ დოლარზე მეტი კრიპტოვალუტის შემოწირულობას იღებს