in

რისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Google-ის ახალი მარკეტინგული მიქს მოდელი

Google-მა სიახლის შესახებ ამცნო აუდიტორიას – მისი მარკეტინგული მიქს მოდელირების სისტემა Meridian ხელმისაწვდომი გახდება ყველა მარკეტერისა და მონაცემთა მეცნიერისთვის მთელ მსოფლიოში.

Google-ის განცხადებით, Meridian-ის მიზანია არა მხოლოდ დაეხმაროს რეკლამის დამკვეთებს უკეთ გააანალიზონ მათი მარკეტინგული აქტივობები, არამედ წვლილი შეიტანოს მთლიანად ინდუსტრიის განვითარებაში ახალი, ინოვაციური გაზომვის მეთოდოლოგიების დანერგვით.

ამას გარდა, კომპანია იწყებს სერტიფიცირებული პარტნიორების პროგრამას, 20-ზე მეტი ექსპერტის მონაწილეობით. ეს ექსპერტები სპეციალურად გადამზადდნენ და სერტიფიცირება გაიარეს, რათა რეკლამის დამკვეთებს Meridian-ის დანერგვაში დაეხმარონ.

მომდევნო თვეების განმავლობაში Google გეგმავს ახალი ფუნქციების დამატებასა და მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას. პლატფორმის კოდი ხელმისაწვდომი იქნება GitHub-ზე ჩამოსატვირთად.

Google-მა Meridian გლობალურად ასობით ბრენდთან ერთად გამოსცადა და მათი უკუკავშირიც გაითვალისწინა. Google-ის მონაცემთა მეცნიერების უფროსი დირექტორის აზრით, Meridian უკვე მზადაა იმისთვის, რომ ყველასთვის იყოს მისაწვდომი და ადამიანებმა მისი უპირატესობებით ისარგებლონ.

Google-ის მიზანია რეკლამის დამკვეთებს დაეხმაროს უკეთ გაიგონ თავიანთი მარკეტინგული აქტივობების შედეგები და წვლილი შეიტანოს მთლიანად ინდუსტრიაში ახალი, ინოვაციური მეთოდოლოგიების დანერგვით.

მომდევნო თვეების განმავლობაში, Google ახალი ფუნქციების დამატებას და მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას გეგმავს. პლატფორმის კოდი ხელმისაწვდომი იქნება GitHub-ზე. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ტრადიციულ მოდელებს აკლიათ თანამედროვე მიდგომა, რამაც შესაძლოა არასწორ საბიუჯეტო გადაწყვეტილებებამდე მიგიყვანოთ.

Meridian-ის უპირატესობები:

– იყენებს ბაიესის მიზეზობრივ ანალიზს, რაც რეკლამის დამკვეთებს საშუალებას აძლევს გააერთიანონ წინა ცოდნა რეალურ მონაცემებთან
– აანალიზებს კამპანიის შედეგებს KPI-ების მიხედვით
– სრულად გამჭვირვალე, ღია კოდის მქონე პლატფორმაა
– აერთიანებს ინკრემენტულობის ექსპერიმენტების შედეგებს
– აანალიზებს გამოხმაურებას, კლიკებს, ღირებულებას და Google-ის საძიებო მოცულობას

პლატფორმა უკვე გამოცადა ასობით ბრენდმა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ავსტრალიურმა ფინანსურმა კომპანია Finder-მა, რომელიც ასევე წარმოდგენილია დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და კანადაში.

წყარო: Mediapost

როგორია AI ბრენდინგის ხელწერა, რომელიც DeepSeek-მა შემოიტანა დიზაინში

„სიმღერების წერა მუდმივი ნაკადია, რომელიც ჩემში განუწყვეტლივ მიედინება” – Nainnoh