in ,

Google Material 3 Expressive-ს პიქსელის ტელეფონებზე ამატებს, სხვა ახალ ფუნქციებთან ერთად

Lenovo
Lenovo

Android ეკოსისტემასა და Pixel-ის მოწყობილობებს ახალი ფუნქციები ემატება — ტექნოლოგიური გიგანტი Material 3 Expressive-ს პიქსელის ტელეფონებზე, Adaptive Audio-ს Pixel Buds Pro 2-ზე, მაჯის ნავიგაციას Pixel Watch-ზე, ახალ AI წერის ხელსაწყოებს Gboard-ზე, გაუმჯობესებულ აუდიოს გაზიარების ფუნქციებს, ცალკეული ანდროიდ ბოტების შექმნის შესაძლებლობასა და კიდევ მრავალ სხვას წარმოგვიდგენს.

ხვალიდან Material 3 Expressive Pixel 6-სა და უფრო ახალ მოწყობილობებს დაემატება, მათ შორის Pixel Tablet-საც. როგორც გუგლი გვეუბნება, ასე თქვენი მოწყობილობები კიდევ უფრო პერსონალურ შეგრძნებას მოგცემთ. თქვენ შეგეძლებათ, გამოიყენოთ Live ეფექტები ანიმაციების დასამატებლად დაბლოკილი ეკრანის ფონზე და შექმნათ თქვენთვის სასურველი ქარდები კონკრეტული კონტაქტებისთვის.

უკვე თვის ბოლოსკენ კი Pixel Buds Pro 2-ს დაემატება Adaptive Audio — ყურსასმენების ხმას თქვენ ირგვლივ არსებულ გარემოს შეუსაბამებს ისე, რომ მუსიკის მოსმენის პარალელურად, სიფხიზლეც შეინარჩუნოთ. ამასთან, Gemini-სთან საუბარიც შეგეძლებათ ხმაურიან გარემოში, შემომავალი ზარების მიღება და გათიშვა უბრალოდ თავის დაქნევით.

Pixel Watch-ის მომხმარებლებს კი უკვე შეუძლიათ, დაიწყონ სეირნობა ან ველოსიპედით გადაადგილება, რა დროსაც Google Maps-ის ნავიგაციას მიმართავენ. ეს უკვე ავტომატურად გამოჩნდება ჭკვიან საათზე… 

რაც შეეხება Gboard-ის AI წერის ხელსაწყოებს, ახლა უკვე შეგეძლებათ, თქვენი ტონი მეტად ფორმალურად, გამომხატველობითად ან ზუსტად აქციოთ. მეტიც, ასე მეტყველებისას დაშვებული შეცდომების თუ გრამატიკის გამოსწორებაც შეგეძლებათ. თანაც ყველაფერი თქვენს მოწყობილობაშივე დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაცემების კონფიდენციალურობა შენარჩუნებული იქნება. 

გუგლი გვეუბნება, რომ ორ LE Audio Bluetooth-ის ყურსასმენს თქვენს ანდროიდს დაუკავშირებთ. ამგვარად, თქვენ და სხვა ადამიანი ერთდროულად შეძლებთ სასურველი ხმის მოსმენას. აუდიო გაზიარებით კი შეგიძლიათ თან მუსიკასაც მოუსმინოთ ან ერთად თქვენი ყურსასმენების გამოყენებით ფილმსაც უყუროთ. ტექნოლოგიური გიგანტი გვეუბნება, რომ ეს ფუნქცია გამოსადეგი იქნება განსხვავებულ გარემოებებში, მაგალითად, როცა ხმაურიან კაფეში იმყოფებით ან მატარებლით გადაადგილდებით. 

QR კოდის შექმნის შესაძლებლობაც გექნებათ, რათა აუდიო ჯგუფს გაუზიაროთ იმ პირადი მაუწყებლობის წამოწყებით, რომლებსაც შემდგომში სხვა ადამიანები შემოუერთდებიან. ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა, ბევრმა ადამიანმა ერთსა და იმავე ფლეილისტს მოუსმინოს ყურსასმენებში. აღნიშნულს კი გუგლი საუკეთესო შესაძლებლობად თვლის ჩუმი დისკოს მასპინძლებისთვის. 

ხოლო Quick Share-ის ფუნქცია ანდროიდის მომხმარებლებისთვის კონტენტის მიღებისა და გაზიარების პროცესს გაამარტივებს, საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ და გავგზავნოთ კონტენტი შეუფერხებლად,ვნახოთ ფოტოები გაზიარებამდე და გავხსნათ მიღებული ფაილები დაუყოვნებლივ. ამას ეხმარება პროგრესის ახალი ინდიკატორიც, რომელიც ლაივ განახლებებს გაჩვენებთ იმისა, თუ ფაილის რამდენი პროცენტული წილი ჩამოიტვირთა. 

დაბოლოს, Androidify-ის შესახებაც განაცხადეს — საკუთარი ანდროიდ ბოტის შექმნის შესაძლებლობას გთავაზობთ სელფის ატვირთვის ან ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე. პროცესში კი Gemini 2.5 Flash-სა და Imagen-ს იყენებს. თუმცა თუ თქვენი ბოტის ანიმაციები დაგჭირდებათ, Veo 3-საც დაიხმარებს.

How Georgian Technology Reads Psychological Patterns Through Voice

რა შესაძლებლობებს ქმნის თიბისი განათლების მიმართულებით