in

Google-მა Material 3 Expressive ოფიციალურად წარადგინა!

Google-ის უეცრად გამოქვეყნებული ბლოგით გარკვეული წარმოდგენა კი შეგვექმნა Material 3 Expressive-ზე, მაგრამ ახლა უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი ახალი დიზაინის სისტემის შესახებ. დებიუტი Android 16-სა და Wear OS 6-თან ერთად იგეგმება. განახლება კი Material You-ს ესთეტიკას ეფუძნება, რომელიც პირველად Android 12-ში ვნახეთ, ოღონდ აქ უფრო მეტი აქცენტი მოძრაობაზე, პერსონალიზაციასა და რეალურ დროში ადაპტირებაზე კეთდება.

BOG
BOG

დეველოპერებს, განახლებულ ვერსიასთან ერთად, ღია კოდის ინსტრუმენტებს სთავაზობენ… განახლება 15 შეცვლილ კომპონენტსაც მოიცავს, მათ შორის ჩანართები, კარუსელები და ღილაკები გვხვდება. ასე კი თანმიმდევრული, თანამედროვე ინტერფეისის შექმნა მარტივდება. 

ანიმაციები ახლა უფრო მეტად შეგხვდებათ. განახლება დინამიკურ ფერთა თემატიკებსაც მოიცავს, რომლებიც თქვენს ფონს, ტიპოგრაფიასა და UI ელემენტებს შეესაბამება.

Google-ის თქმით, დიზაინი 46 ქვეყნის 18 000-ზე მეტი მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე შეიქმნა, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ მიღებული შედეგი ზუსტად იმას ეფუძნება, თუ როგორ იყენებენ ადამიანები თავიანთ მოწყობილობებს. დანარჩენი თავად შეაფასეთ:

პელეს, ბექჰემსა და რონალდინიოს Pepsi-ის რეკლამაში, თანამედროვე ვარსკვლავებთან ერთად, ვხედავთ

BTU-მ სტარტაპებს MIT-ის GENAI კვლევით პლატფორმაზე უფასო წვდომა გაუხსნა