in

Google სამედიცინო AI ჩეტბოტზე მუშაობს — რა შეეძლება მას?

veon
veon

ესეებისა და სოციალური მედიისთვის საჭირო ტექსტების გენერირების გარდა, ხელოვნური ინტელექტის ჩეტბოტები უფრო მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურება — მათ შორისაა სამედიცინო რჩევების მიწოდება, რომელთა მიღმაც ნამდვილი ადამიანები არ დგანან.

ამ ეტაპზე Google ცდილობს, თავისი Med-PaLM 2 ჩეტბოტით სამედიცინო სფერო მეტად ტექნოლოგიური გზით გაარღვიოს. უფრო კონკრეტულად, სისტემა ჩვეულებრივი ჩეტბოტებისგან განსხვავდება, რადგან უშუალოდ სამედიცინო კვლევებზეა დაფუძნებული და პერსონალის 100%-ით ზუსტ ინფორმაციას იყენებს.

მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ ChatGPT-ისა და Bard-ისგან განსხვავებით, ამ კონკრეტულ გენერატორს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ კითხვებზე სრული ექსპერტის ხარისხი აქვს მინიჭებული… დოკუმენტების შეჯამებისა და ექიმების/მეცნიერების კვლევების მონაცემების ანალიზით, ჩეტბოტს დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება შეუძლია მომხმარებლებისთვის.

Med-PaLM 2-ის უახლეს ანგარიშში Google-მა აღნიშნა, რომ სისტემამ „სამედიცინო კონსენსუსთან შესაბამისობა“ გამოავლინა და ისეთი პასუხების გენერირება შეძლო, რომლებიც რეალური ექიმების რეკომენდაციების ტოლფასი იყო. თუმცა პროგრამა ჯერ კიდევ ტესტირების ეტაპს გადის, რაც სიზუსტის მაქსიმალურ მონიტორინგს ემსახურება. თანაც კვლევის ნაწილი იმედოვნებს, რომ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა და კიბოსთან დაკავშირებული თერაპიებისთვის გამოიყენებენ.

თემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ცოტა დიდი დრო დასჭირდეს Med-PaLM 2-ის საჯარო ამოქმედებას. Google-ის კვლევების უფროსმა დირექტორმა გრეგ კორადომ თქვა, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ინტელექტუალური, რაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს…

კავშირი წარსულსა და აწმყოს შორის — Hyundai თავის ფესვებს „უბრუნდება“

„რედუქციები“ — ლუკა ცეცხლაძის მხატვრობის კონტურები