in

Google, Meta და Amazon 2022 წელს მსოფლიო სარეკლამო ბიზნესის 50%-ზე მეტს მოიცავენ

გაზრდილი მაჩნებელი საგანგაშოა სხვა კომპანიების აღმასრულებელი დირექტორებისთვის 

Google, Meta და Amazon ასეთი ძლიერები არასდროს ყოფილან. დიდმა სამეულმა ციფრული რეკლამების 74%, ხოლო მსოფლიოში რეკლამაზე დახარჯული სრული თანხის 47% მოიცვა. 

პანდემიის გავლენით მიღებულ მაჩვენებლებთან შედარებით, ახალი მონაცემები დიდ ნახტომს წარმოადგენს. 2020 წელს მათი საერთო წილი ციფრულ რეკლამაში 69%-ს, ხოლო სრული სარეკლამო თანხის 39%-ს შეადგენდა. 

გაზრდილი მაჩნებელი საგანგაშოა სხვა კომპანიების აღმასრულებელი დირექტორებისთვის. Google-ს Meta-სა და Amazon-ის დომინაციის ფონზე მათი ზრდის ტემპი, მხოლოდ 3%-ია რაც ინფლაციის მაჩვენებელზე დაბალია. 

საინტერესოა როდის ან საერთოდ დარეგულირდება თუ არა ძალთა ასეთი დისბალანსი. ისტორიული მაგალითები გვაჩვენებს, რომ დომინანტური კომპანიის წილები ადრე თუ გვიან კლებას იწყებს. მსოფლიო ბაზარი დინამიური და მუდმივად ცვალებადია, რისი თქმაც ამ რთულ ორგანიზმზე დაზუსტებით შეიძლება ისაა, რომ კონკურენცია მუდმივად იზრდება, რაც დომინაციის პროცესს ასუსტებს. გარდა ამისა, ასეთი პროცესებისადმი მთავრობები შეუწყნარებლები არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათი გაბრაზება ბაზარზე მიმდინარე პროცესებში პირდაპირ ჩარევას არ გულისხმობს, საბოლოოდ ეს გარემოება დომინანტი კომპანიების აქციების კლებას მაინც იწვევს. 

„კოკა-კოლას საბაზრო წილის 90% ეკავა მანამ, სანამ პეპსი გაიზარდებოდა. არის თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურული განსხვავებები დიდი სამეულისა და ამ მაგალითს შორის, რაც დომინანტი კომპანიების აქციებს განუსაზღვრელი ვადის გაძლების საშუალებას მისცემს? Ალბათ არა.” – განაცხადა საკონსულტაციო ფირმა Limonade project-ის ეკონომისტმა.

2022 წელს, დიდი სამეულის წილი მსოფლიოს სარეკლამო ბიზნესში 50%-ს გადააჭარბებს, თუმცა შორეულ პერსპექტივაში, აქამდე მიღებული გამოცდილებების ფონე უნდა ვივარაუდოთ, რომ დიდი სამეულის დომინაცია თანდათან შესუსტდება და ბაზარი დარეგულირდება. 

აქვე გთავაზობთ,  დიდი სამეულის განივითარებს მოკლე მახასიათებლებს. 

Google 

Google-ის რეკლამიდან მიღებული შემოსავალმა 2021 წლის მეოთხე კვარტალში 75,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 56,9 მილიარდით აღემატება. კომპანიაში შემოსული თანხის ყველაზე დიდი წილი, კვლავ საძიებო სისტემიდანაა მიღებული, თუმცა საგრძნობლად გაიზარდა Youtube-ისგან შემოსული თანხებიც. Google-ს განვითარება სტაბილური და ძლიერია, ასე რომ, თუ მის სახელს შემდეგი წლის შეჯამების დროსაც იხილავთ, ამაში გასაკვირი არაფერი იქნება. 

Meta

სტაბილური არ გახლავთ Meta-ს შემთხვევა. სოციალურ ქსელში საფუძვლიანი ცვლილებები მიმდინარეობს და მათი შედეგები შერეული ხასიათისაა. რთულია დიდი განახლებით აშშ-ის საფონდო ბირჟის ისტორიაში ყველაზე დიდი, ერთ დღეში 237 მილიარდიანი ვარდნის ახსნა, ან გამართლება. თუმცა ახალი პოლიტიკა არა მოკლე პერიოდში მიღებული დიდი შედეგებით, არამედ უფრო შორსმიმავალი მიზნებითაა ინსპირირებული. 

Facebook-ს მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა Apple-თან, კონფიდენციალურობის საკითხთან დაკავშირებით. კომოპანიას არ დაუკონკრეტებია საბოლოოდ რა მაჩვენებელს მიაღწია ზარალმა, თუმცა დაანონსა, რომ ის დაახლოებით 10 მილიარდი იქნებოდა. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ Meta-მ ზრდა შეწყვიტა, კომპანიამ ამ კვარტალში 33.7 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზზე გაცილებით მაღალია. ეს მაგალითი მოწმობს, რომ Facebook-ის მომსახურება რეკლამის განმთავსებლებისთვის, განსაკუთრებით მსხვილი დამკვეთებისთვის, შეუცვლელია. უკანასკნელ პერიოდში, სოციალურმა ქსელმა ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკას წამოიწყო, რითაც ეცდება პერსონალური ინფორმაციის მაქსიმალურად დაცვას, ისე, რომ ეს მის სარეკლამო შემოსავალზე  უარყოფითად არ აისახოს. 

საბოლოოდ, Meta სარეკლამო მიმართულების რეკონსტრუქციის პროცესშია, რაც  მოკლე სპექტრში მასთან დაკავშირებულ ცვალებად და არაპროგნოზირებად შედეგებს იწვევს. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოპმანიის განახლება უფრო შორსმიმავალ მიზნებს ემსახურება. 

Amazon

როგორც წესი Amazon საუკეთესოებს შორის სხვა კატეგორიებში გხვდება. თუმცა გასულ წელს კომპანიამ, სარეკლამო შემოსავლის სახით 31 მილიარდი მიიღო, რაც 2020 წლის მონაცემებს 12 მილიარდით აღემატება. ამ მაჩვენებლით Amazon-მა საგრძნობლად გაასწრო Microsofts-ს (10 მლრდ), Snap-სა(4.12 მლრდ) და Pinterest-ს ( 2.6 მლრდ). 

რას უნდა მიაქციონ ყურადღება მენეჯერებმა მოქნილი სამუშაო გარემოს შესაქმნელად?

ორი ქართველი მეცნიერისა და CERN-ის თანამშრომლობის ამბავი