in

Google მსოფლიოს მასშტაბით მეთანის გაზომვას იწყებს

Google სატელიტურ პროექტში ერთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნოლოგიების გიგანტი მთელ მსოფლიოში მეთანის შესახებ შეაგროვებს მონაცემებს. ეს კი უმნიშვნელოვანესი ამბავია — მეცნიერები თვლიან, რომ მეთანის გაზს გლობალურ დათბობაში უდიდესი წვლილი შეაქვს, რადგან იგი სითბოს აკავებს. მეურნეობისა და ნარჩენების შედეგად კი უამრავი მეთანი გამოიყოფა. თუმცა ამ შემთხვევაში პროექტი ფოკუსირებული იქნება იმ მეთანის ემისიებზე, რომლებსაც გაზისა და ნავთობმომპოვებელ ქარხნებში ვიღებთ. 

M2
M2

Google ამას Environmental Defense Fund-ის არასამთავრობო გლობალური დათბობის გუნდთან ერთად აკეთებს, ხოლო პროექტი მარტში გაეშვება. ახალი სატელიტი დედამიწის გარშემო 483 კილომეტრზე იბრუნებს, დღეში 15-ჯერ. რაც შეეხება სატელიტის მიერ მოპოვებულ მონაცემებს, გუგლის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებით დამუშავდება. შემდგომ კი მეთანის რუკას შექმნის, რომელიც მიზნად ისახავს დაადგინოს მეთანის გაჟონვები გაზისა და ნავთობმომპოვებელ ინდუსტრიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

ჩვენი საქმეა, ინფორმაცია ხელმისაწვდომი გავხადოთ. მთავრობისა და რეგულატორებისთვისაც და ეს იმისთვის იქნება, რომ მათ ცვლილებებისკენ ვუბიძგოთ, — აცხადებენ კომპანიაში. 

თუმცა Google-ის რუკა, რომელიც Earth Engine-ზე გამოქვეყნდება რეალურ დროში განახლებად ინფორმაციებს არ მოგვაწვდის, მონაცემები სატელიტიდან ყოველ რამდენიმე კვირაში გამოიგზავნება. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მსგავსი სატელიტური ინსტრუმენტი Tropomi გამოუშვა, რომელიც ატმოსფეროში არსებული აირების სქემებს გვაწვდიდა, მეთანის ჩათვლით. თუმცა ამ მისიის ხანგრძლივობა მინიმუმ 7 წელი უნდა ყოფილიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს შეიძლება დასრულდეს. Tropomi-ს მონაცემებით გავიგეთ, რომ მეთანის ყველაზე მაღალი დონე თურქმენეთში, რუსეთსა და ამერიკაშია, თუმცა ეს მონაცემები არ მოიცავდა კანადასა და ჩინეთს. აი, Google კი იმედოვნებს, რომ პროექტით მსგავს ხარვეზებს გამოასწორებს.

საინტერესოა ისიც, რომ მეთანის ემისიების კონტროლისთვის საერთაშორისო წესები არ არსებობს. თუმცა ევროკავშირმა ამ მხრივ მაინც გადადგა რაღაც ნაბიჯები და გაზისა თუ ნავთობის ოპერატორები აიძულა, გაჟონვის საკითხი მოეგვარებინათ…

მიუხედავად მეთანის დონეების კონტროლის მცდელობებისა, რაოდენობა კრიტიკულად მაღალია — NASA-ს თქმით, ბოლო 200 წელში გაზის დონეები გაორმაგდა, მათგან 60% კი სწორედ ადამიანის აქტივობების შედეგადაა მიღებული. ამ უკანასკნელში დიდი წვლილი მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს შეაქვს, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ძროხებს, იმის გამო, თუ როგორ ამუშავებენ ისინი საკვებს – 2020 წლის US Environmental Protection Agency-ის მონაცემებით, ერთი ძროხა 70-120 კილოგრამამდე მეთანის გაზს აწარმოებს ყოველწლიურად. ამ ციფრებს კი კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით ფერმებში დაახლოებით 1.5 მილიარდი ძროხა გვხვდება… 

A$AP Rocky მონსტრის წინააღმდეგ — სიურრეალისტური ვიდეორგოლი

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქში ყველაზე დიდი გამწვანებით – „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა დაიწყო