in

მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, Google-მა მინი თამაში შექმნა

veon
veon

Google მსოფლიო ჩემპიონატის ციებ-ცხელებას უერთდება და თავისი პირველი მრავალმოთამაშიანი თამაში შექმნა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი. ამიერიდან მომხმარებლებს შეეძლებათ, თავიანთი საყვარელი გუნდის მატჩს შეუერთდნენ — სხვა სიტყვებით, Google-ის Mini Cup მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, „მოედანზე ვარსკვლავივით ჩაერთოს“.

თამაშის მობილურ ვერსიაში, მსოფლიო ჩემპიონატის განრიგის გარდა, ფეხბურთის პატარა ბურთია ინტეგრირებული — ის შედეგების გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში ჩნდება. ბურთზე დაწკაპუნების შემდეგ კი მომხმარებელი თამაშს იწყებს. მსოფლიო ჩემპიონატის აღსანიშნავად, Google-მა ასევე შექმნა მომხიბლავი წყვილი.

მიუხედავად იმისა, რომ კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი კამათით იყო მოცული, ტურნირისადმი დადებითი განწყობა მაინც შენარჩუნებულია. ამიტომაცაა, რომ კომპანიები სხვადასხვა გზით ცდილობენ ამ ჩემპიონატში ჩართვასა და კრეატიული იდეების განხორციელებას.

„ალიანს ჯგუფი“ Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!

საქველმოქმედო საღამო ოლენა კრავეცთან ერთად