in

Google, მონაცემების უკანონოდ მითვისების გამო, მომხმარებელს $85 მილიონს გადაუხდის

ოდესმე საკუთარი თავი „უიღბლო იღბლიანად“ თუ აღგიქვამთ? ალბათ, ეს დამაბნეველი ფრაზაა, მაგრამ სტატიაში სწორედ ასეთი ადამიანის შესახებ გიამბობთ — Google დაზარალებულ მომხმარებელს $85 მილიონს გადაუხდის, რადგან კომპანია არალეგალურად, ტარგეტირებული რეკლამირების მიზნით ანდროიდის მომხმარებლების პირად ინფორმაციას აგროვებდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო საქმე მარკ ბრნოვიჩმა 2020 წელს, არიზონას შტატში დაიწყო. ახლა კი Bloomberg-ის მიხედვით, სასამართლომ განაცხადა, რომ კომპანიამ შტატის აქტი დაარღვია მომხმარებელთან თაღლითობის შესახებ და ანდროიდის მომხმარებელთა მონაცემებს მაშინაც კი აგროვებდა, როდესაც, მაგალითად, ლოკაციის დადგენის ფუნქცია აქტიური არ იყო.

„ჩვენ ვამაყობთ ამ ისტორიული საქმით, რადგან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არც ერთი უწყება, მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიაც კი, არ დგას კანონზე მაღლა“, — განაცხადა მოსამართლემ.

ამის საპასუხოდ, Google-ის სპიკერი აღნიშნავს, რომ არიზონას საქმე კომპანიის ძველი პროდუქტების ნაწილია. მას შემდეგ ტექნიკურმა გიგანტმა მნიშვნელოვნად შეცვალა მონაცემების მოპოვების პოლიტიკა — მომხმარებლებს საკუთარ ლოკაციაზე სრული კონტროლი მიეცათ. „მოხარულები ვართ, რომ ამ საქმის შედეგებით ყველა კმაყოფილია. ჩვენ კი მომხმარებლებისთვის საჭირო პროდუქტების მიწოდებას განვაგრძობთ“. 

საგულისხმოა, რომ ამ საქმის მომხმარებლის სასიკეთოდ დასრულება ერთგვარ მოტივაციად იქცა სხვა დაზარალებულებისთვის… უფრო კონკრეტულად, Google-ს ანალოგიურ საქმეზე ვაშინგტონში და ინდიანასა და ტეხასის შტატებშიც უჩივლეს.

Spotify-მ კონტენტის მოდერაციისთვის განკუთვნილი კომპანია, Kinzen შეისყიდა

ვარაუდობენ, რომ დედამიწის მთვარე რამდენიმე საათში ჩამოყალიბდა!