in

Google-მა AI აპლიკაცია, რომელიც ტექსტს მუსიკად გარდაქმნის, საჯაროდ გამოუშვა!

Google-მა MusicLM გამოუშვა, ახალი ექსპერიმენტული ხელსაწყო, რომელსაც ტექსტების მუსიკებად გარდაქმნა შეუძლია. თანაც, უკვე ხელმისაწვდომია ანდროიდსა და iOS-ზე, ვებისთვის კი AI Test Kitchen აპლიკაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამგვარად, უკვე საშუალება გაქვთ, MusicLM-ს უთხრათ, საღამოსთვის შესაფერისი ჯაზი შემომთავაზეო და ისიც რამდენიმე ვარიანტს გაგიზიარებთ.

მეტიც, იმისათვის, რომ მიღებული შედეგი მეტად დახვეწონ, მომხმარებლებს შეუძლიათ, ინსტრუმენტებიც მიუთითონ — იქნება ეს ელექტრონული, კლასიკური, თუ სხვა. მართალია, როცა თავდაპირველად აპლიკაციის შესახებ განაცხადეს, ისიც თქვეს, რომ საავტორო უფლებების გამო მისი გაშვება ჯერ არ იგეგმებოდა. თუმცა ახლა კომპანიის განცხადებით, ხელსაწყო ერთი კონკრეტული შემსრულებლის მუსიკას არასდროს უკრავს.

მიუხედავად ამისა, ერიკ სანრეი Music Publishers Association-დან ამბობს, რომ MusicLM-ის მსგავსი ხელოვნური ინტელექტის მუსიკის გენერატორები საავტორო უფლებებს არღვევს იმ აუდიოს მსგავსი ნიმუშების შექმნით, რომლებსაც სწავლისას იყენებს… ხოლო ის, თუ რა ხდება რეალურად, ამას სასამართლოში შეტანილი სარჩელების განხილვის შემდეგ გავიგებთ, რასაც ცოტა დრო დასჭირდება…

„ვოლვო ქარ საქართველო“ „ქოლგა თბილისი ფოტოს“ პარტნიორია

Vogue-ის ჟურნალი ბრაილის შრიფტით — გამომცემლობა ინკლუზიურობაზე ზრუნავს