in

9 წლის შემდეგ Google-მა თერმოსტატის მოწყობილობა განაახლა!

veon
veon

ბოლო წლებში კი ფიქრობდნენ, რომ Nest-ის ხაზი წარსულს ჩაბარდა, თუმცა ფაქტია, შეცდნენ — 9 წლის შემდეგ Google-მა მოწყობილობის განახლება გადაწყვიტა. Nest-ის პირველი მოწყობილობის გამოშვებიდან 13 წლის და Learning Thermostat 3-იდან თითქმის 10 წლის შემდეგ, გავიგეთ, რომ კომპანიამ Nest Learning Thermostat 4 გამოუშვა. თანაც ფიქრობენ, რომ ასე ახალ ეპოქას დაუდებენ სათავეს ჭკვიანი სახლის ინდუსტრიაში. 

მოწყობილობის განახლების ამბავი შემთხვევითი სულაც არ არის — გუგლი რომ გენერაციულ AI მოდელ Gemini-ზე აგრძელებს აქტიურად მუშაობას, ზუსტად ამ ამბის ნაწილია…

მოხარულები ვართ იმის გაზიარებით, თუ როგორ ვიყენებთ Gemini-ის მოდელებს ჩვენი მოწყობილობების უფრო ჭკვიან და მარტივად გამოსაყენებელ ნივთებად ქცევისთვის, დაწყებული კამერებით და დამთავრებული სახლის ავტომატიზაციით. Gemini მოდელით Google Assistant-ს მეტად ბუნებრივ და სასარგებლო დანამატად ვაქცევთ Nest-ის მოწყობილობებისთვის, — ვკითხულობთ გუგლის პრესრელიზში. 

მეოთხე თაობის მოწყობილობა ამ ხაზისთვის დამახასიათებელ დიზაინს მეტად თხელ და დახვეწილ ფორმატში გვთავაზობს. ეკრანის კონფიგურაციაც გაუმჯობესებული იქნება, 4 არჩევანით, რომლებიც, როგორც ამბობენ, უფრო მეტ კონტექსტზე მორგებულ ინფორმაციას შესთავაზებს მომხმარებელს მას შემდეგ, რაც მიხვდება, რომ ვიღაც უახლოვდება. თითოეული დროის, ტემპერატურისა და ჰაერის ხარისხის კომბინაციას გვთავაზობს. 

ამასთან, თავად ეკრანი მესამე თაობის მოწყობილობაზე 60%-ით დიდია, თანამედროვე დიზაინით, რაც კარგად იკითხება მის თხელ ვიზუალში. ხელოვნური ინტელექტის მოდელები კი მიკროკორექტირებას შემოგვთავაზებს მომხმარებლის ჩვევებზე დაფუძნებით. გარე ტემპერატურასაც შეისწავლის, რათა უკეთ მოარგოს მოწყობილობა და ასე ენერგიაც დაზოგოს.

ჭკვიანი თერმოსტატის ფასი 280 დოლარი იქნება, წინასწარ შეკვეთები დაწყებულია, ხოლო თაროებზე 20 აგვისტოდან გამოჩნდება. 

თიბისის გადახდის პროდუქტები ბაზრის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს

რებერენდინგის შემდეგ ექსტრა კიდევ ერთი სიახლით, ექსტრა გატანის წერტილებით ბრუნდება!