Google ამერიკის შუალედური არჩევნებისთვის (6 ნოემბერი, 2018 წელი) საარჩევნო პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესებს ამკაცრებს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, კენტ უოკერი თქმით, ახალი მექანიზმი მეტი გამჭვირვალობისთვის შეიქმნა და შესაბამისად, დამატებით რეგულაციას გულისხმობს.
„ვისაც არჩევნებისთვის Google-ში პოლიტიკური რეკლამის განთავსება სურს, აუცილებელია, მოიქცეს კანონის შესაბამისად და დაადასტუროს, რომ ამერიკაში კანონიერად ცხოვრობს ან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა“.
როგორც კენტ უოკერის ამბოს, დამკვეთმა აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ გაცემული ID ბარათით უნდა დაადასტუროს. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის – Google პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დამატებით კიდევ მოითხოვს ინფორმაციას, თუმცა, კონკრეტულად იგულისხმება ამაში, ჯერჯერობით, უცნობია.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, Google ასევე გამოაქვეყნებს ანგარიშს, სადაც იქნება დეტალური მონაცემები, რომელმა ორგანიზაციამ დაუკვეთა საარჩევნო პოლიტიკური რეკლამა მათ კომპანის და რა თანხა დახარჯა თითოეულმა მათგანმა.
Google-მა, შუალედური არჩევნების წინ უსაფრთხოების მიზნით, კიდევ ერთი მექანიზმი აამოქმედა – მომხმარებლებს Protect Your Elections წარუდგინა.
ზოგადად, პოლიტიკური რეკლამის გამჭვირვალობის საკითხი Facebook-ის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ გახდა აქტუალური.
წყარო: www. mashable.com