15
Nov
2019

Google საბანკო ანგარიშების მართვის სერვისს ქმნის 

15 Nov 2019

Google საფინანსო მომსახურების ბაზარზე გადის – კომპანია საბანკო ანგარიშების მართვის სერვისს ქმნის. თუმცა, კორპორაციაში ამბობენ, რომ ეს პირადი მონაცემების დაცვას ხელს არ შეუშლის, რადგან არ აპირებენ, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რეკლამის დამკვეთებს გადასცენ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პროექტი Cache [სამუშაო სახელწოდება] 2020 წლიდან „გაეშვება“. მომხმარებლები, საბანკო ანგარიშების მართვას, ხარჯების ანალიტიკას და ბიუჯეტის დაგეგმვას Google Pay-ს სისტემით შეძლებენ. პროექტის ფინანსური სტრუქტურის უზრუნველყოფა ბანკების პრეროგატივა იქნება.  Cache-ის პირველი პარტნიორები არიან: საინვესტიციო კომპანია Citigroup და სტენფორდის უნივერსიტეტის საკრედიტო გაერთიანება.

ექსპერტების თქმით, ამ პროექტისთვის Google მომხმარებლების შემოსავლებზე, ხარჯებსა და შესყიდვებზე მიიღებს ინფორმაციას. ამ ცნობების გასაჯაროება კი დაუშვებელია. კორპორაციის გადახდების მომსახურების ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანია არ აპირებს ეს მონაცემები რეკლამის რომელიმე დამკვეთს გადასცეს.

 

განხილვა