16
Feb
2018

მალე Google შეტყობინებებს თქვენ ნაცვლად უპასუხებს

16 Feb 2018

veon
veon


Google-ის ექსპერიმენტული ლაბორატორია „Area 120“ ახალ სისტემაზე მუშაობს, რომელსაც Reply ანუ „პასუხი“ ერქმევა და სხვადასხვა სოციალური მედიისა თუ აპლიკაციისთვის იქნება განკუთვნილი.

Multicultural group of friends using cellphones – Students sitting in a row and typing on the smartphones

ინფორმაციას ბრიტანული The Guardian ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ Google თქვენ მაგივრად უპასუხებს სხვადასხვა სივრცეში მიღებულ შეკითხვებს. სისტემა სრულფასოვან პასუხებს გასცემს თანამოსაუბრეს, რომელთა შესადგენად კალენდარს, თქვენს ადგილმდებარეობასა და სხვა მონაცემებს გამოიყენებს.

მაგალითად, მოგივიდათ შეტყობინება „სახლში როდის იქნები?“ Reply პასუხის გასაცემად მიუთითებს, რომელი ტრანსპორტით მგზავრობთ და რა დრო დაგჭირდებათ სახლამდე მისასვლელად. ამისთვის თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას გამოიყენებს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. The Guardian წერს, რომ Reply ავტომატურად შეამოწმებს კალენდარს, ამიტომ, არდადეგების დროს უპასუხებს, რომ ისვენებთ. როგორც ცნობილია, სისტემას კიდევ ერთი ფუნქცია „არ შემაწუხო“ ექნება. ამ დროს ტელეფონი „დადუმდება“. თუ ვინმე მოგწერთ, Reply უპასუხებს, რომ ახლა საუბარი არ შეგიძლიათ. თუმცა, ამ შეტყობინებებს ისე დაალაგებს, რომ სურვილის შემთხვევაში, მარტივად იპოვოთ.

სხვა დეტალები ახალი სისტემის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

წყარო:

The Guardian

DesignTAXI

განხილვა