in

Google-მა NotebookLM-ის აპლიკაცია Android-სა და iOS-ზე დაამატა

სულ ახლახან გუგლმა განაცხადა, რომ NotebookLM-ის აპლიკაციებს Android-სა და iOS-ზე ჩაუშვებს. აქამდე კი AI-ზე დაფუძნებული ჩანაწერებისა და ძიებისთვის განკუთვნილი ასისტენტი ხელმისაწვდომი მხოლოდ დესკტოპის საშუალებით იყო…

NotebookLM იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანებს კომპლექსური ინფორმაციების გააზრებაში დაეხმაროს. ამას კი ჭკვიანი შეჯამების ფუნქციით ახერხებს. ამასთან, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კითხვები დოკუმენტებისა თუ სხვა მასალების შესახებ დაუსვან.

აპლიკაცია წვდომას გვთავაზობს Audio Overviews-ზე, რომელიც NotebookLM-ის AI-ის მიერ გენერირებულ პოდკასტს წარმოადგენს, წყაროდ კი იმ მასალებს იყენებს, რომელთაც თავად მიაწვდით…

NotebookLM-ის აპლიკაციაში ახალი ჩანაწერების შექმნაც შესაძლებელი იქნება და ძველების დათვალიერებაც. ამას ემატება ისიც, რომ როცა მოწყობილობაში ვებგვერდს, PDF ფაილს ან იუთუბის ვიდეოს ხსნით, გაზიარების ნიშნულს შეგიძლიათ დააკლიკოთ და ახალ წყაროდ NotebookLM დაამატოთ. მომხმარებლებს იმ წყაროების ნახვაც შეეძლებათ, რომლებიც მანამდე დაამატეს ჩანაწერებში.

Android-ისა და iOS-ის აპლიკაციებს ჩვეულებრივ ნათელი და მუქი რეჟიმებიც ექნება, უფრო მეტს კი ამ ამბის შესახებ სულ მალე I/O-ის კონფერენციიდან გავიგებთ. 

ქუთაისის წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „პანორამა ჯგუფი“ 15 წლის იუბილეს მასშტაბური რებრენდინგით აღნიშნავს!

Microsoft ბილ გეიტსის ავტოფარეხში გვაბრუნებს — The Original Build