in

Google NotebookLM-ს Video Overviews დაემატა

AI ჩანაწერებისა და კვლევით ასისტენტს, რომელიც გუგლმა NotebookLM-ის სახელით გაგვაცნო, ახლა Video Overviews ემატება — მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მაგალითად, PDF ფაილები ან სურათები, ასევე, ჩანაწერები აღსაქმელად მარტივ ვიზუალურ პრეზენტაციებად აქციონ.

თუ ადრე სერვისი აუდიო მიდგომას იყენებდა, რათა მომხმარებლებს Audio Overviews-ით მასალების გააზრებაში დახმარებოდა, ახლა Video Overviews-ით აქცენტი მეტად ვიზუალურ მიდგომაზე კეთდება, რათა მომხმარებლებს უკეთ დაეხმარონ ახალი თემებისა თუ იდეების გააზრებაში. შეგახსენებთ, რომ აქამდე Audio Overviews-ის ფუნქციით მათ AI ვირტუალური ჰოსტების დახმარებით პოდკასტების გენერირებას სთავაზობდნენ იმ დოკუმენტებზე დაფუძნებით, რომლებსაც NotebookLM-ზე გაუზიარებდნენ, იქნებოდა ეს სასწავლო თუ იურიდიული მასალები…

ამგვარად, გუგლიც გვეუბნება, რომ ახალი ფუნქცია Audio Overviews-ის ვიზუალურ ალტერნატივად უნდა ჩავთვალოთ. მით უმეტეს, რომ იგი ქმნის ახალ ვიზუალურ ეფექტებს, ამასთან, ატვირთული დოკუმენტებიდან იღებს სურათებს, დიაგრამებს, ციტატებსა და ციფრებს, რათა კონტექსტი გაიაზროს. ამიტომაც, ფუნქცია იდეალურია მონაცემების ასახსნელად, პროცესების დემონსტრირებისთვის და აბსტრაქტული ცნებების გასააზრებლად. 

შესაბამისად, თუ ეტყვით, მე არაფერი ვიცი ამ თემაზე, დამეხმარე ნაშრომში მოცემული დიაგრამების გააზრებში, აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ ეტაპისთვის Video Overviews მხოლოდ ინგლისურ ენაზე ეშვება, დამატებითი ენების მხარდაჭერას კი მომავლისთვის გვპირდებიან. 

ამასთან, მომხმარებლებს ახლა უკვე ერთდროულად შეუძლიათ რამდენიმე დავალების შესრულება Studio პანელში. მაგალითისთვის, აქვთ შესაძლებლობა მოუსმინონ აუდიო მიმოხილვას და ამასთან, Mind Map-სა და Study Guide-საც გადახედონ. 

ქართველი დიზაინერი, ირაკლი რუსაძე, რომელმაც ბიონსეს COWBOY CARTER TOUR-ისთვის საკონცერტო კოსტიუმები შექმნა – პროექტის მხარდამჭერია SOLO

Microsoft-ის ახალ ლეპტოპზე სმურფები დასახლდნენ