in

Google-ის NotebookLM ყველა კომპიუტერს ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობად აქცევს

Google ხელოვნური ინტელექტის განვითარების მომდევნო საფეხურზე გადადის და პირველ „AI ნოუთბუქს“ გვთავაზობს — უფრო ზუსტად, პროგრამას, რომელიც ყველა ლეპტოპს ხელოვნური ინტელექტის მქონედ აქცებს. NotebookLM-ის სახელით ცნობილი მოდელი მომხმარებლებს მრავალი მიმართულებით დაეხმარება, რათა ყოველდღიური სამუშაო პროცესი გააუმჯობესონ და გაამარტივონ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ტექნოლოგიური სიახლე იმ ნაცნობ იმედგაცრუებას უკავშირდება, როდესაც ფაქტებისა და იდეების დასამუშავებლად უამრავი წყაროს გამოყენება გვჭირდება. ინფორმაციული გადატვირთვა კი ძალიან ადამიანური პრობლემაა, მაგრამ AI-ის მეშვეობით ეს გამოწვევაც მარტივად მოგვარებადია — ამიერიდან ცნობებს შორის კავშირები უფრო სწრაფად დამყარდება, მონაცემთა გროვის ფონზე.

აღწერილი, როგორც „AI Notebook ყველასთვის“, NotebookLM სასურველ შინაარსს თავად შეისწავლის და ხელოვნურ ინტელექტს მის დასახარისხებლად იყენებს. შედეგად, მომხმარებელი გაცილებით სწრაფად მიიღებს კრიტიკულ დასკვნებს და შეხედულებებს.

მაგრამ რა განსხვავებაა ამ პროგრამასა და, ვთქვათ, ChatGPT-ს შორის?

„NotebookLM-სა და ტრადიციულ AI ჩეტბოტებს შორის მთავარი განსხვავებაა ის, რომ პირველი მათგანი საშუალებას გაძლევთ, ენის მოდელი თქვენს ჩანაწერებსა და წყაროებში ჩააინტეგრიროთ“, — განმარტავენ Google Labs-ის პროდუქტის მენეჯერი რაიზა მარტინი და სარედაქციო დირექტორი სტივენ ჯონსონი.

გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლეპტოპში მოხვედრილი დოკუმენტები და ფაილები ავტომატურად გამოსაყენებელ კონტენტად იქცევა. სწორედ მათ მიანიჭებს სისტემა პრიორიტეტს, გარდა ზოგადად ინტერნეტში არსებული სრული ინფორმაციისა, რომლითაც ალგორითმი ვარჯიშდება. მთლიანობაში, პროგრამა უფრო მეტად პერსონალიზებული ხელოვნური ინტელექტია, რომელიც ინდივიდუალურ მომხმარებლებზე მორგებულ კონტენტს აგენერირებს.

თავად ტექნიკური გიგანტის აზრით, NotebookLM ვირტუალურ მკვლევარ ასისტენტს ჰგავს, რომელსაც ფაქტების სინთეზირება, რთული ცნებების გამარტივება და იდეების ნაკადის წარმოქმნის ხელშეწყობა შეუძლია — გარდა სტანდარტული კითხვა-პასუხის ურთიერთქმედების ხელშეწყობისა, NotebookLM ასევე გაწვრთნილია კრეატიული იდეების შთაგონებისთვის. მაგალითად, წარმოიდგინეთ კონტენტ კრეატორი, რომელიც ახალი ვიდეოებისთვის იდეებს ატვირთავს და AI-ს სთხოვს, კონკრეტულ თემაზე კრეატიული სკრიპტი შექმნას. ანალოგიურად, მეწარმეს, რომელიც პროექტისთვის დაფინანსებას ეძებს, ფაილის ატვირთვა და სისტემისგან პოტენციური კითხვების მიღება შეუძლია.

ამ დროისთვის, NotebookLM „ექსპერიმენტული შეთავაზებაა“, რომელსაც უახლოეს მომავალში მეტად დახვეწენ — შემდეგ კი საჯაროდ ამოქმედდება.

როგორ დანერგა თიბისის ტექ გუნდმა Google-ის გადახდების სისტემა — Google Pay

როგორ წარვადგინოთ პრეზენტაცია, როცა ცოტა დრო გვრჩება?