31
May
2019

ფეხბურთიდან გამქრალი ქალები! – Google-ის ციფრული მუზეუმის კამპანია

31 May 2019



მე-20 საუკუნეში, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ბრაზილია, მოქმედებდა წესები, რომლის თანახმადაც ქალებს ეკრძალებოდათ ფეხბურთის თამაში. ამის მიზეზად კი სექსისტურ განმარტებებს იშველიებდნენ. ამბობდნენ, რომ ეს მათ ფერტილურობასა და მასკულინიზაციას შეუწყობდა ხელს. Google-ის ხელოვნებისა და კულტურის განყოფილებამ იმ ქალების მხარდაჭერა გადაწყვიტა, რომელთაც ეს აკრძალვები შეეხოთ და ამ მიზნით, ინტერაქციული ციფრული მუზეუმი შექმნა. “აუთსაიდერთა მუზეუმის” ორგანიზატორებმა იმ ქალი ფეხბურთელების შესახებ დაიწყეს ინფორმაციის მოძიება, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა აკრძალვების გამო ვერ განაგრძეს. ეს აკრძალვა 1920 წლიდან 1970 წლებში იყო აქტიური. შეგროვებული ინფორმაცია “გუგლის” ციფრულ მუზეუმში 24 ივნისიდან გამოიფინება. “როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ ქალთა ფეხბურთის ისტორია გამოგვეფინა, აღმოვაჩინეთ, რომ ის საერთოდაც არ არსებულა…” – ნათქვამია კამპანიაში. კამპანიის საშუალებით, Google ცდილობს შეავსოს ის სიცარიელე, რომელის ქალთა ფეხბურთის არ არსებობამ გამოიწვია. ვიდეორგოლში მონაწილეობს ლეა კამპოსი, ქალთა მსოფლიო ფეხბურთის პირველი პროფესიონალი მსაჯი, რომელიც ბრაზილიაში მიმდინარე საფეხბურთო აკრძალვების დროს, 15-ჯერ დააპატიმრეს.

 

განხილვა