24
May
2019

საკვების შეკვეთა აპლიკაციის გარეშე, „დაგუგვლით“ შეგეძლებათ

24 May 2019

Alta
Alta


Google მოგცემთ საშუალებას საკვები კონკრეტული აპლიკაციის გარეშე შეუკვეთოთ, ამას ის თავისი Google Search-ის, Maps-ის, ან Google Assistant-ის დახმარებით გააკეთებს. ანუ, თუ საკვების შეკვეთა მოგინდებათ, არ მოგიწევთ ამა თუ იმ კომპანიის აპლიკაციის გადმოწერა, საკმარისია, უბრალოდ, „დაგუგლოთ“, ან თქვენს ხმოვან ასისტენტს შესძახოთ. The Verge-ის ცნობით, ამ ეტაპზე, Google-ს ხელშეკრულება DoorDash-თან, Postmates-თან და ChowNow-სთან აქვს გაფორმებული. თუმცა, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით Google-ის პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი საგრძნობლად გაიზრდება და შესაძლოა, საქართველოშიც მალე შევძლოთ ამ სერვისით სარგებლობა.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც შესაძლოა გაგიჩნდათ – „როგორ მუშაობს Google-ის შეკვეთის სერვისი?“ Google-ის საძიებო სისტემასა თუ  Google Maps-ში კონკრეტული საკვები ობიექტის მოძიებისას გამოჩნდება ღილაკი Order Online. მისი მეშვეობით კი მარტივად შეძლებთ შეკვეთას. რაც შეეხება მეორე კითხვას, რომელიც ასევე შეიძლება გაგიჩნდათ – „როგორ მოხდება ანგარიშსწორება? ბარათით?“ შეკვეთაში თანხის გადახდა Google-ის ინტერფეისით, ან Google Pay-თი იქნება შესაძლებელი.

განხილვა