15 ნოემბრიდან თიბისიმ Google-ის გადახდების სისტემის გამოყენება დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თიბისის მომხმარებლებს Google-ის მარტივი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდებით სარგებლობის საშუალება აქვთ Android-ისა და WearOS- ის მოწყობილობებზე.
აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით ნატა კანდელაკი, თიბისის გადახდების განვითარების ლიგის მარკეტერი, უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის.
M: პირველ რიგში, საინტერესოა, რას უკავშირდება Google Pay-სა და თიბისის ინტეგრაცია?
Google Pay საერთაშორისო საგადახდო სისტემაა, რომელიც კიდევ ერთი ნაბიჯია ინოვაციურობისა და სიმარტივსკენ. მომხმარებლისთვის სწრაფი და უსაფრთხო უკონტაქტო გადახდის შეთავაზებით, ვუახლოვდებით ჩვენს მთავარ მისიას — გავამარტივოთ ყოველდღიურობა. ამ საგადახდო სისტემის დანერგვით, რა თქმა უნდა, მეტად მარტივდება თუნდაც საყიდლები, მგზავრობა ან ნებისმიერი აქტივობა, რომლის ჩაინტეგრირება Google Pay-შია შესაძლებელი. თიბისი კი როგორც ინოვაციების მხარდამჭერი, მუდამ სთავაზობს მის მომხმარებელს მარტივ და კომფორტულ საგადახდო სისტემას.
M: რამდენად ინოვაციური სიახლეა ეს როგორც თავად ბანკისთვის, ისე მომხმარებლებისთვის?
თიბისი მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურ გადახდის მეთოდებს მათი სამომხმარებლო და ბრენდის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. Google Pay ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ინოვაციური სიახლის თიბისისთვის და ჩვენი მომხმარებლისთვის. ნებისმიერი ახალი პროდუქტი ახალი გამოწვევაა ჩვენთვის, და სწორედ ამიტომ ასეთი მასშტაბური სიახლე, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს მოიცავს დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩვენთვის. თუმცა ჩვენ, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდმივად ვცდილობთ ჩვენს მომხარებლებს შევთავაზოთ ისეთი რამ, რაც მათ ყოველდღიურობას გაამარტივებს. ჩვენი მომხმარებლისთვის მათზე ზრუნვა და ინოვაციების შეთავაზება ახალი არ არის, თუმცა Google Pay-ს დანერგვით კიდევ უფრო მეტად შეძლო თიბისიმ მათი ნდობის და ერთგულების მოპოვება.
ბარათის დაცვის მექანიზმებთან ერთად, რომელსაც თიბისი უზრუნველყოფს, Google Pay უსაფრთხოების დამატებით შრეებს გვთავაზობს, მეტი უსაფრთხოებისთვის. Google Wallet-ში შენახული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ვირტუალური ბარათის ნომრით ხორციელდება. თითოეულ მოწყობილობას უნიკალური ნომერი აქვს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოების დინამიკურ კოდთან, რომელიც ყველა შემდგომი ტრანზაქციისაც იცვლება და ამით გადახდის პროცესის მეტი დაცულობა უზრუნველყოფილია. ასევე, ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში “Find my device” ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია მოწყობილების დაბლოკვა, პირადი ინფორმაციის დისტანციურად წაშლა, ან ახალი პაროლის დაყენება.
M: რამდენად გაამარტივებს Google Pay ანდროიდის მომხმარებელთა ყოველდღიურობას? და როგორ უკავშირდება ეს თიბისის მისიას?
თიბისი სერვისების Google Pay-სთან ინტეგრაცია კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს მისიასთან — ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება. Google Pay-სთან თიბისის ინტეგრაცია უზრუნველყოფს Android-ით ან Wear OS-ის მოწყობილობით სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს.













