Google Pay უკვე საქართველოშია! ციფრული გადახდების ერთ-ერთი ლიდერი VISA-სთან ერთად შეძენის პროცესს ბევრად უფრო მოქნილს, უსაფრთხოსა და მარტივს ხდის, რის შედეგადაც, Visa ბარათების მფლობელებს 15 ნოემბრიდან უკვე შეუძლიათ, Google Pay-ს უნაღდო ანგარიშსწორებით ისარგებლონ.
დღეს, როცა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა სმარტფონის გარეშე უკვე ვერავის წარმოგვიდგენია, ეს სიახლე ნამდვილად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, ვისთვისაც ციფრული გადახდის მარტივი და დაცული გზები პრიორიტეტს წარმოადგენს.













