in

Google Phone-ის სმარტფონი ხმამაღლა შეგატყობინებთ თუ ვინ გირეკავთ!

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფუნქციაა მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის

veon
veon

Google Phone აპლიკაციას ახლა უკვე შეუძლია, ხმამაღლა გამცნოთ, ვინ გირეკავთ მობილურ ტელეფონზე. ახალი ფუნქცია გლობალურად ყველა Android ტელეფონისთვის არის ხელმისაწვდომი, რომლებიც აღნიშნულ აპლიკაციას იყენებს.

ეს, ალბათ, ინოვაციურ მახასიათებელს არ წარმოადგენდეს, მაგრამ რიგ შემთხვევებში საკმაოდ გამოსადეგია.

შემოსული ზარის ხმის გაგონებაზე ყოველთვის ვუყურებთ ეკრანს. თუმცა არის შემთხვევები, როცა მობილური ტელეფონი სხვა ოთახშია, ჩვენ კი რაღაც საქმეს ვაკეთებთ – მაგალითად, ჭურჭელს ვრეცხავთ. ამ დროს მოულოდნელად გავრბივართ სველი ხელებით, წყლის წვეთებს იატაკზე ვაწვეთებთ და თან გვეშინია, მნიშვნელოვანი ზარი არ გამოვტოვოთ… მობილურთან მისულებს კი, შესაძლოა, იმ ადამიანის ზარი დაგვხვდეს, რომელთან საუბარსაც არ ვაპირებთ.

გარდა ამისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფუნქციაა მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის, რომლებიც სმარტფონთან მუშაობისას აუდიო უკუკავშირს თუ ხმოვან ბრძანებებს ეყრდნობიან.

ახლა კი, ვნახოთ, როგორ შეგიძლიათ აღნიშნული მახასიათებლის თქვენს სმარტფონებზე გააქტიურება:

პირველ რიგში განაახლეთ Google Phone აპლიკაცია, ან თუ მისი მომხმარებელი აქამდე არ ყოფილხართ, გადმოწერეთ Google Play Store-დან.

  • გახსენით აპლიკაცია და დააკლიკეთ სამ წერტილიან სიმბოლოს – აირჩიეთ პარამეტრები, შემდეგ – Caller ID announcement
  • დააკლიკეთ Announce caller ID-ს და შეარჩიეთ, როდის გსურთ ამ ფუნქციის ავტომატური გამოყენება – ყოველთვის, მხოლოდ ყურსასმენების გამოყენებისას თუ არასდროს?
  • ამის შემდეგ უბრალოდ დახურეთ აპლიკაცია და დაელოდეთ შემოსულ ზარს, რათა ახალი ფუნქციით ისიამოვნოთ.

დაბადების დღესთან დაკავშირებით, „ლილო მოლმა“ ახალი აპლიკაცია გამოუშვა

„ფაზი“ – „ტვინის საჭყლეტი“ სათამაშოების ონლაინ მაღაზია