in

Google Photos-ს ყველა არასწორად იყენებს

ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს Google Photos აპლიკაციას. ფოტოებისა და ვიდეოების შესანახად. სავარაუდოდ, ბევრისთვის ეს პროცესი იდენტურია: იღებენ რამდენიმე ფოტოს, ისინი კი ავტომატურად იტვირთება გუგლის ღრუბლოვან სერვისში. აქვე შესაძლებელია საუკეთესო ფოტოს არჩევა და სოციალურ მედიაში გაზიარება, ხოლო დანარჩენი კადრები ცხოვრებისეული მონაცემების მუდმივად განახლებულ ნაკადს უერთდება…

თუ ზემოთ მოცემული ტექსტი თანხმობის ნიშნად სულ თავის ქნევით და კმაყოფილი ღიმილით ჩაიკითხეთ, არასწორ გზას ადგახართ. ათასობით ფოტოს ატვირთვა და არაფრის გაკეთება მათ დასალაგებლად თუ სამართავად, უამრავ კონფიდენციალურ რისკს ქმნის. რომ აღარაფერი ვთქვათ სამომავლოდ დიდი დროის დაკარგვაზე, რომელიც ათასობით ფოტოს წაშლას სჭირდება. გულწრფელად გითხრათ, მეც დამიშვია ანალოგიური შეცდომა, რამაც ბოლოს 10 000-მდე ფოტო/ვიდეოს წაშლამდე მიმიყვანა. ასეთ დროს კი სამი მნიშვნელოვანი ინფორმაცია იკვეთება:

  1. ფოტო კოლექცია გაუცნობიერებლად შეიცავს უამრავ სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციას (როგორც თქვენზე, ისე სხვებზე);
  2. ამდენი ფოტოს შენახვა სულაც არ არის საჭირო;
  3. კოლექციის დალაგება და გადახარისხება, Google-ის ანგარიშზე ადგილს ათავისუფლებს.

ფაქტია, Google Photos ყველა ჩვენგანის შესახებ გაუგებარი რაოდენობის ინფორმაციას ინახავს: 2020 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ 4 ტრილიონ ფოტოს ინახავს — ყოველკვირეულად კი 28 მილიარდი ახალი ფოტო და ვიდეო იტვირთება. აქვე, ფოტოების ნაწილი დუბლიკატია, ან ერთსა და იმავე კადრს ასახავს, ზოგიერთი კი უბრალოდ არ ვარგა. ამას ემატება „შემთხვევით მოხვედრილი“ ფოტოები — მაგალითად, საბანკო ანგარიშისთვის უცბად გადაღებული სქრინშოთი, რომელიც თანხის ჩასარიცხად გვჭირდებოდა.

მართალია, Google სათანადოდ ზრუნავს კონფიდენციალურობაზე და დაცვის საოცარი სისტემით გამოირჩევა, ყოველი სენსიტიური კონტენტის ატვირთვა, პირადი საზღვრების დარღვევის საფრთხეს ზრდის.

როგორ მივცეთ ხელოვნურ ინტელექტს დავალება სწორედ და ეფექტურად?

NASA-მ ვარსკვლავთა შეჯგუფების ფოტოები გამოაქვეყნა