in

Google Photos სურათების რედაქტირებისთვის ახალ AI ფუნქციებს ამატებს

Google Photos 10 წლის ხდება, ამ ამბავს კი ბრენდი რედაქტირების ველის განახლებით აღნიშნავს. რედიზაინი ხელოვნური ინტელექტის ახალ ფუნქციებს მოიცავს, რომელთა შორისაც Reimagine და Auto Frame გვხვდება. Reimagine გენერაციულ AI-ს ფოტოებში ობიექტებისა თუ ფონების შესაცვლელად იყენებს, რაღა თქმა უნდა, ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე. ამიტომ, მარტივად შეასრულებს მოთხოვნას: შეცვალე ღრუბლიანი ცა მზიანი ცით….

Auto Frame კი ფოტოსთვის განსხვავებულ ჩარჩოებს გთავაზობთ, იქნება ეს მოჭრის, გაფართოების თუ ცარიელი სივრცეების შევსების მეშვეობით, რასაც AI მიხედავს.

თუ Google-ს დავუჯერებთ, ახალი რედაქტირების ველი მომხმარებლებს პრაქტიკულ შეთავაზებებს მიაწვდის და ყველა რედაქტირებისთვის საჭირო ფუნქციას ერთ სივრცეში გააერთიანებს. შეგიძლიათ, AI შეთავაზებები გამოიყენოთ, რომლებიც მრავალ ეფექტს აერთიანებს სწრაფი რედაქტირებისთვის ახალი AI Enhance ვარიანტით. მაგალითისთვის, ისეთი AI ეფექტები, როგორებიცაა გამოსახულების სიმკვეთრე და ობიექტების ამოშლა ერთად შეგიძლიათ, გამოიყენოთ.

ან სულაც, სურათის კონკრეტულ ნაწილებს დააკლიკეთ და მიიღეთ შემოთავაზებები, თუ როგორ შეიძლება დარედაქტირდეს კონკრეტული სივრცე. მაგალითად, გუგლმა, შესაძლოა, ან განათების გასწორება, ან ფონის დამალვა შემოგთავაზოთ. 

თუ ტექნოლოგიურ გიგანტს დავუჯერებთ, უკვე ალბომების გაზიარებაც შეგეძლებათ QR კოდებით, რაც სხვებს თქვენს კონტენტზე წვდომას გაუმარტივებს. თუმცა ყველაფერი არც ამით მთავრდება, შეგიძლიათ ჯგუფური ივენთის კოდები ამოპრინტოთ, შედეგად კი ყველა, ვისაც ეს კოდი ექნება, ალბომში ფოტოების დამატებასა თუ ნახვას შეძლებს. 

ეს სიახლეები კი გლობალურად ყველა მომხმარებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი, ანდროიდის მფლობელები წვდომას შემდეგ თვეში მიიღებენ, ხოლო iOS-ის მომხმარებლებს ცოტათი ლოდინი მოუწევთ და მათთვის აღნიშნული ფუნქციები ხელმისაწვდომი წლის ბოლოსთვის გახდება. 

სოკარის განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური

“City Sport” – მულტიბრენდული სპორტული სივრცე, რომელიც ახალ სტანდარტს აყალიბებს