in

Google Photos-ს ახალი ფუნქცია ერთმანეთის მსგავსი ფოტოების პოვნაში გეხმარებათ

“More Like This” ღილაკი სერვერის განახლების ნაწილია

veon
veon

Google Photos-მა ახალი ფუნქცია შექმნა, რომელიც სხვადასხვა დროსა და ადგილას გადაღებული მსგავსი ფოტოების პოვნას აადვილებს. თავის მხრივ, ეს მეტად აფართოებს მძლავრი ძიების ფუნქციას.

როდესაც აპლიკაციაში სამპუნქტიან მენიუს დააკლიკებთ, გამოჩნდება ახალი ღილაკი — “More Like This”. როგორც სახელი გვეუბნება, ფუნქცია ფოტოების სკანირებას ახდენს და შემდეგ მსგავსი სურათების მოძიებას იწყებს თქვენს გალერეაში. იგი ნამდვილად კომფორტული და მოსახერხებელია, როდესაც სხვადასხვა დროს გადაღებული ერთნაირი ფოტოების შედარება გსურთ. ასევე, შეგიძლიათ, ხელახლა გადაავლოთ თვალი ისეთ ფოტოებს, რომლებიც მეხსიერებიდან ამოვარდნილი გქონდათ.

საგულისხმოა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში, Google Photos-მა, საუკეთესო Android ტელეფონებისთვის, ახალი საძიებო ფილტრები წარადგინა. ეს ფილტრები საშუალებას გაძლევთ შეზღუდოთ თქვენი ძიება პიროვნების, მდებარეობის, სურათის ტიპისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით.

როგორც ჩანს, აპლიკაციის ახალი ღილაკი სერვერის განახლების ნაწილია. ასე რომ შეიძლება,  გარკვეული დრო დასჭირდეს თქვენს აპლიკაციას, რათა ფუნქცია ხელმისაწვდომი გახდეს.

მენტალური ჯანმრთელობის 1-თვიანი მარათონი – responsible.ge-ს ახალი პროექტი

როგორ მივხვდეთ, რომ სტრესის ქვეშ ვიმყოფებით?