in

Google Photos ინდივიდებს სახის აღქმის გარეშეც ამოიცნობს

ადრე ფოტო აპლიკაციებში სახის ამოცნობის ტექნოლოგიას ინდივიდების იდენტიფიცირებისთვის იყენებდნენ. როგორც წესი, იმისათვის, რომ სისტემას წარმატებით ემუშავა, პიროვნების სახე აუცილებლად აღქმადი უნდა ყოფილიყო. შემდეგ კი სმარტფონში ავტომატურად იქმნებოდა კონკრეტულ მეგობართან თუ ნაცნობთან დაკავშირებული ალბომები, როგორც საერთო მოგონებების ერთობლივი თავშესაყარი. თუმცა ისეთი სურათები, რომლებშიც სახე ანფასში არ ჩანდა, „იკარგებოდა“.

Google Photos-მა კი ახლახან გააუმჯობესა სახის ამოცნობის სისტემა — ის მეტად ინტუიციური გახადა, რაც ტექნოლოგიას საშუალებას მისცემს, ინდივიდები მაშინაც კი ამოიცნოს, როცა მათი სახეები არ ჩანს. ამისათვის ისეთ ვიზუალურ ნიშნებსა და ატრიბუტებზე კონცენტრირდება, როგორიცაა ტანსაცმელი თუ ფოტოების გადაღების ვადები.

მაგალითად, თუ ერთ პიროვნებასთან ერთსა და იმავე სამოსში გაქვთ ფოტო გადაღებული, მაგრამ თვეების დაშორებითაა გადაღებული, ტექნიკური უზრუნველყოფა მას ერთ პიროვნებად არ დააინდენტიფიცირებს. თუმცა, თუ სურათები რამდენიმე წუთის ინტერვალშია გადაღებული, პროგრამა ყველაფერს მარტივად აღიქვამს.

„ვის ანაღვლებს?“ — Heineken-ს არ ადარდებს, რომ მის სახელს არასწორად გამოთქვამენ

როგორი კონტენტი მუშაობს Linkedin-ზე და რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქართულმა კომპანიებმა