in

Google Photos ვიდეოების რედაქტირებას ახალი ხელსაწყოებით ამარტივებს

ვიდეოების რედაქტირების პროცესი კიდევ უფრო რომ გამარტივდეს, Google Photos ახალ ფუნქციებს უშვებს. მათ შორის ვხვდებით შაბლონებს მუსიკითა და ტექსტით, ასევე ვიდეო რედაქტორის რედიზაინს. 

ახალი შაბლონები ამ ეტაპისთვის ანდროიდის მოწყობილობებში ჩაეშვება და მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, არსებული მუსიკებიდან და ტექსტებიდან სასურველი აირჩიონ. ასე კი წამებში პროფესიონალური დონის რილსს შექმნიან. პროცესი საკმაოდ მარტივია: მომხმარებლები ჯერ ირჩევენ შაბლონს, შემდეგ ხელით ფოტოებსა და ვიდეოებს ამატებენ, Google Photos კი ავტომატურად აგენერირებს ვიდეოს, რომელიც შერჩეული მუსიკის ტემპს ესადაგება.

განახლება Highlight-ების რილსების გენერირებასაც უფრო სწრაფად გვთავაზობს — მომხმარებლის გალერეიდან მოგზაურობის ან დაბადების დღის ვიდეოებისა თუ ფოტოების ნაკრებია. ამის შესაქმნელად კი Create-ზე დაკლიკების შემდეგ, Highlight Video უნდა აირჩიონ. 

ახალ ფუნქციებთან ერთად, კომპანია ვიდეოედიტორის რედიზაინს სთავაზობს როგორც ანდროიდის, ისე iOS მოწყობილობების მომხმარებლებს. როგორც ამბობენ, მომხმარებელზე მეტად მორგებულია, უნივერსალური თაიმლაინით, რომელიც საშუალებას იძლევა, ერთ სივრცეში მიიღოთ წვდომა ყველა ვიდეოსა თუ სხვა კონტენტზე. 

მეტიც, რედაქტირების პროცესში ინტერფეისი საკუთარი სურვილებისა თუ საჭიროებების მიხედვით შეგიძლიათ, გადააწყოთ ან, თუნდაც, კონკრეტული პროექტის საჭიროებებს მოარგოთ იგი.  

თუ მოგესურვებათ, ცალკეულ ვიდეოსაც დაამატებთ სასურველ მუსიკასა თუ ტექსტს. აპლიკაციის მუსიკალური ბიბლიოთეკითაც შეგიძლიათ, ისარგებლონ Highlight-ების ვიდეოებისთვის და ეს როგორც ანდროიდის, ისე iOS-ის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა ანდროიდ მოწყობილობების მფლობელები საკუთარ ვიდეოებზე დამატებით სუბტიტრების დადებასაც შეძლებენ ახალი შრიფტებით, ფერებითა თუ ფონებით.

პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ – პროექტის მხარდამჭერია ბაზისბანკი

„მთავარია, გჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოვა“ – ნათელა გრიგალაშვილი