17
Sep
2019

Google Pixel 4-ისა და ახალი Google Assistant-ის პრეზენტაციას 15 ოქტომბერს გამართავს

17 Sep 2019

Alta
Alta


Pixel 4, Pixel 4 XL, Pixelbook 2 და ახალი Google Assistant – ეს ისაა, რასაც Google-ისგან, 15 ოქტომბერს დაანონსებულ ღონისძიებაზე ველოდებით. ღონისძიება ნიუ-იორკში გაიმართება და ჯერ ზუსტად არავინ იცის, რა მნიშვნელოვან სიახლეებს უნდა ველოდეთ ტექნოლოგიური გიგანტისგან, მოწყობილობების კუთხით. თუმცა, მოსაწვევებზე წერია – “Come see a few new things Made by Google“.  ინტერნეტში გაჟონილ ვიზუალებსა, თუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გარკვეული ვარაუდები უკვე არსებობს. მაგალითად, სავარაუდოდ, Pixel 4-ს სახის ამოცნობის ტექნოლოგია ექნება, რომლის გამოყენებითაც სმარტფონის განბლოკვას შეძლებთ. ახალ მოდელს გაუმჯობესებული ღამის გადაღების ფუნქცია და ასტროფოტოგრაფიის რეჟიმი ექნება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოდელს „მოძრაობის რეჟიმიც“ გაუმჯობესებული ექნება, იმისათვის, რომ სპორტისა, თუ სხვადასხვა აქტივობის გადაღება უფრო მოსახერხებელი იყოს. ასევე, საუბრობენ, რომ Pixel 4-ს 8x ზუმი ექნება. აღსანიშნავია, რომ არაკანონიერად გავრცელებული პრომო ვიდეო უკვე წაშლილია იუთუბ არხზე.

გასულ წელს, Google-ის ღონისძიებაზე Pixel 3, 3 XL, Pixel Slate, Google Nest Hub და განახლებული Chromecast-ის სტრიმინგ მოწყობილობა წარადგინეს. ახალი მოწყობილობების ფუნქციებზე ზუსტი ინფორმაციისთვის წელს 15 ოქტომბერს უნდა დაველოდოთ.

განხილვა