9
Sep
2019

Google Pixel 4-ს ასტროფოტოგრაფიის რეჟიმი ექნება

9 Sep 2019

Alta
Alta


მანამ, სანამ Google ოფიციალურად წარადგენს ახალ სმარტფონ Pixel 4-ს, დღეს, ინტერნეტში, მისი პრომო ვიდეო გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ახალ მოდელს გაუმჯობესებული ღამის გადაღების ფუნქცია და ასტროფოტოგრაფიის რეჟიმი ექნება. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოდელს „მოძრაობის რეჟიმიც“ გაუმჯობესებული ექნება, იმისათვის, რომ სპორტისა, თუ სხვადასხვა აქტივობის გადაღება უფრო მოსახერხებელი იყოს. ასევე, საუბრობენ, რომ Pixel 4-ს 8x ზუმი ექნება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ღამის გადაღების რეჟიმის გამოყენებით, ამ მოდელის მფლობელებს ასტროფოტოგრაფიაში პირველი ნაბიჯების გადადგმა შეეძლებათ.

 

 

გარდა ამისა, ვიდეოში ვხედავთ, რომ Pixel 4-ში Google Assistant-ის ფუნქციებიც გაუმჯობესებულია. სიახლის მიხედვით, ამ სმარტფონის მფლობელებს შეეძლებათ ფოტოების (გალერიის) ხმავანი ბრძანებებით მართვა, დახარისხება და კონკრეტული მეგობრისთვის, კონკრეტული ფოტოების, ხმოვანი ბრძანების საფუძველზე გაზიარება. წყაროები საუბრობენ იმაზეც, რომ Pixel 4 ნარინჯისფერიც იქნება. Google-ს ჯერ არ განუცხადებია, თუ როდის აპირებს ახალი მოდელის პრეზენტაციის გამართვას, თუმცა, საზოგადოების ინტერესი Pixel 4-ის მიმართ დღითიდღე იზრდება.

 

განხილვა