Google Pixel 7, როგორც „NBA-ს გულშემატკივართა ოფიციალური ტელეფონი“, მაქსიმალურად იყენებს თავის სტატუსს და ტელეფონს თამაშის ნაწილად აქცევს… Okay, I See You კალათბურთის თემით შთაგონებული, Robot Company-სა და Daps/Anonymous Content-ის მიერ შექმნილი კამპანიაა — სამეზობლოს თამაში ჩემპიონთა თამაშად გადაიქცევა, რომელსაც ხმაურიანი ბრბო გულშემატკივრობს.
ბრენდისა და სპორტის გაერთიანება კი ერთი ინსაითიდან წამოვიდა — კალათბურთის გულშემატკივართა მხოლოდ 1% ყოფილა NBA-ს თამაშებზე, Pixel-ის ტელეფონი კი ახლა დარჩენილ 99%-ს ამ გამოცდილების გაზიარებას სთავაზობს.
კამპანია კი მიზნად ისახავს, გააძლიეროს კალათბურთის მხარდამჭერთა გლობალური საზოგადოება ისეთი პროფესიონალი მოთამაშეების გაერთიანებით, როგორებიც არიან ჯანის ანტეტოკუმპო, კომიკოსი დრუკისი, NBA-ის კომენტატორები, „სუპერ ფანები“, ინფლუენსერი ჯამად ფიინი და კინოვარსკვლავი სიმუ ლიუ.
საინტერესოა ისიც, რომ Pixel 7-მდე, Google-მა კომპანიის ისტორიაში Pixel 6-ის ხაზის პოპულარიზაციისთვის ყველაზე დიდი მედია ინვესტიცია განახორციელა.