in

Google მალე Pixel 8-ს AI ფუნქციებს დაამატებს

Google-მა სულ ახლახან განაცხადა, რომ მალე Pixel 8-ისთვის AI ფუნქციებს გამოუშვებს, იქნება ეს Summarizer in Recorder თუ Smart Reply. ფუნქციები Gemini Nano-ზე იქნება დაფუძნებული, მცირე ზომის მოდელზე, რომელიც Google-მა გასულ წელს გამოუშვა, ახლა კი მზად არის ბედი მოწყობილობებზეც ცადოს. პიქსელის შემდგომ გამოშვებაში ორივე ფუნქცია დეველოპერების ხედვის რეჟიმში ჩაეშვება, რაც, კომპანიის თქმით, ოქტომბერში მოხდება. 

აქამდე კი Gemini Nano ფუნქციები მხოლოდ Pixel 8 Pro-ზე და Galaxy S24-ზე იყო ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დრომდე გუგლი ძირითადად AI ფუნქციების შექმნისას ღრუბელს ეყრდნობოდა და ეს ტელეფონებზეც ვრცელდებოდა… 

მეხსიერების სხვადასხვა მახასიათებლებით დიდი ენობრივი მოდელების ტელეფონებზე გაშვებამ, შესაძლოა, მომხმარებელთა განსხვავებული გამოცდილებები მოგვაწოდოს, ამიტომ ჩვენ ვტესტავთ და ვაფასებთ მას Pixel 8-ზე. მოხარულები ვართ, რომ ამ შესაძლებლობას უფრო მეტ ენთუზიასტსა და დეველოპერს მივცემთ, რომ გამოცადონ Gemini Nano, მოგვაწოდონ უკუკავშირი და ვნახოთ მეტი ინოვაცია, — აცხადებენ კომპანიაში. 

როგორ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატის საქართველოს მატჩებზე?

„მაკდონალდს საქართველოს“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო Shining Light Award გადაეცა