in

Pixel 8-ს Google ახალ ფუნქციებს ამატებს

წელს Google ისეთ სიახლეებს გვაცნობს, რომლითაც Pixel-ის ტელეფონები კიდევ უფრო კომფორტული გახდება, დაწყებული ტელეფონის ძიების ახალი ფუნქციიდან, დამთავრებული სხეულის ტემპერატურის გაზომვით… თანაც Pixel 8 და Pixel 8 Pro უკვე ღია მწვანე ფერშია ხელმისაწვდომი. 

გაიზომეთ ტემპერატურა Pixel 8 Pro-სთან ერთად

Thermometer app-ში ახალი სამედიცინო ფუნქცია შეგხვდებათ: ტემპერატურის გასაზომად უბრალოდ თქვენი ან სხვისი შუბლი ტელეფონით უნდა დაასკანეროთ, შემდგომ კი შედეგები Fitbit-ის პროფილზეც შეგიძლიათ, შეინახოთ.

მოძებნეთ ნებისმიერი რამ თქვენს ტელეფონში ერთი მარტივი ჟესტით

აქ უკვე Circle to Search-ს გვაცნობენ, რომელიც ხელმისაწვდომი 31 იანვრიდან გახდება. Google AI ახალ გზას გთავაზობთ ტელეფონში რაღაცების მოსაძებნად, თანაც აპლიკაციებს შორის გადართვის გარეშე. დიდხანს უნდა დააჭიროთ Pixel-ის Home ღილაკს ან ნავიგაციის ჩანართს და შემოხაზოთ, მონიშნოთ ან უბრალოდ შეეხოთ იმას, რასაც ხედავთ, რათა მეტი ინფორმაცია მიიღოთ.

გააუმჯობესეთ თქვენი შეტყობინებები Magic Compose-ით Google Messages-ისთვის

Pixel 6-სა და უფრო ახალ მოდელებზე ხელოვნური ინტელექტი დაწერილი შეტყობინების უკეთეს ვარიანტებს შემოგთავაზებთ. შეგიძლიათ, ეს ფუნქცია გამოიყენოთ უფრო კონკრეტული, პროფესიონალური ან დრამატული შეტყობინებების შესადგენად.

უპასუხეთ პერსონალური Photomoji-ს დახმარებით

ეს საშუალებას მოგცემთ, თქვენი საყვარელი ფოტოები რეაქციებად აქციოთ Google AI-ის დახმარებით — აირჩიეთ ფოტო, შემდგომ მასზე არსებული რომელიმე ობიექტი, რათა რეაქციის სტიკერად აქციოთ და დააჭირეთ გაგზავნას. თქვენი რეაქციები სპეციალურ ჩანართში შეინახება, რათა შემდგომში შეძლოთ გამოყენება. 

გაუზიარეთ თქვენი კონტენტი სწრაფად

Quick Share ახლა საშუალებას მოგცემთ, გააზიაროთ სურათები, ფაილები და ტესტები სწრაფად თქვენი Pixel-იდან მილიარდობით თავსებად მოწყობილობაზე Android, ChromeOS და Windows ეკოსისტემებში. უბრალოდ ახალ Quick Share-ის ნიშნულს უნდა დააკლიკოთ და მრავალ მოწყობილობას ამოგიგდებთ, რომლებისთვისაც კონტენტის გაზიარებას შეძლებთ, მაშინაც კი, როცა Offline იქნებით. კონფიდენციალურობასაც თავად აკონტროლებთ, პარამეტრებში შეგიძლიათ მიუთითოთ, ვის შეუძლია თქვენი მოწყობილობის პოვნა და ფაილების გაგზავნა.

Audio Switch Pixel Watch-ზე

Pixel Buds Pro ავტომატურ გადასვლას გთავაზობთ დაწყვილებულ მოწყობილობებს შორის, ასე რომ, ხელით გადართვა საჭირო აღარ იქნება. ახლა შეგიძლიათ გადართოთ Pixel Buds Pro თქვენი Pixel Watch-დან ნებისმიერ Pixel 5a-ზე ან უფრო ახალ ტელეფონებზე…

ტოპ 15 ქართველი ფერმერი სიმინდის მოსავლის მიხედვით

Google ახალი AI გენერატორით ხელოვნების ნიმუშებსა და წარსულში გვამოგზაურებს