in

Google Pixel-ს ახალი ფუნქციები ემატება

Briano.ai
Briano.ai

Google-მა სულ ახლახან განაცხადა Pixel-ის მოწყობილობების ფუნქციების ახალ ნაკრებზე, იქნება ეს 10-ბიტიანი ვიდეო მხარდაჭერა Instagram-ისთვის, Circle საძიებო ფუნქციებისთვის, პიქსელის საათზე ვარჯიშის ავტომატურად ამოცნობა თუ სხვა. ახლა კი თითოეული განვიხილოთ:

Pixel-ის ტელეფონის განახლება

კომპანია ახლა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გადაიღონ და ატვირთონ 10-ბიტიანი HDR ვიდეოები ინსტაგრამზე. მეტიც, მათ Ultra HDR სურათების დამატებაც შეეძლებათ. თუმცა ამისთვის Pixel 7-ის, Pixel 7 Pro-ს, Pixel 8-ის, Pixel 8 Pro-ს ან Pixel Fold-ის მოდელი უნდა ჰქონდეთ. Circle to search-ის ფუნქცია კი, რომელიც კონკრეტული ობიექტის ეკრანზე შემოხაზვის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რათა მათზე მეტი შეიტყონ, Pixel 7-ისა და Pixel 7 Pro-ს მფლობელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. 

Google საუბრის პროცესსაც აუმჯობესებს, Call Screen პროცესში Google Assistant-ის ჩართვას გულისხმობს — შეუძლია, აბონენტს სთხოვოს, დაგელოდოთ, თუ ზარს თავად დაუყოვნებლივ ვერ უპასუხებთ ან მოუწოდოს ისაუბროს, რათა გაიგოთ, რატომ ცდილობენ თქვენთან დაკავშირებას. 

Pixel Watch-ის განახლებები

აქ გუგლი მომხმარებლებს 2 განახლებას სთავაზობს, რათა Pixel Watch-ით უკეთ ივარჯიშონ. ესენია Pace training და Heart Zone training. პირველი GPS-სა და მოძრაობის სენსორებს იყენებს, რათა შეგატყობინოთ, როგორია თქვენი ვარჯიშის ტემპი, ხოლო მეორე თქვენი გულისცემის მონაცემებს აკვირდება. 

პირველი თაობის Pixel Watch-ს ავტომატური ვარჯიშის დაწყებისა და დასრულების ამოცნობის სისტემაც ექნება. უკეთესი გამოცდილებისთვის კი Google ორივე საათს Fitbit Relax-ის აპლიკაციას ამატებს.

Portfolio-ს განახლებები

კომპანია ისეთ განახლებასაც გვთავაზობს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ყველა მოწყობილობაზე, Pixel 5a-ის, Pixel Tablet-ისა და Pixel Fold-ის ჩათვლით, კონკრეტული აპლიკაციის ეკრანი ვიდეოზარის დროს გავაზიაროთ. ამასთან, ახალ მოწყობილობას FastPair-თან თავსებადი Bluetooth-ის აქსესუარს შემატებენ, რათა დაკავშირების პროცესი მეტად გამარტივდეს.

ხოლო დოკუმენტების ანოტაციისთვის გუგლი სტილუსისა და თითების გამოყენების შესაძლებლობასაც აძლევს მომხმარებლებს Pixel Tablet-ზე, Pixel 8-სა და უფრო ახალ ვერსიებზე. დაბოლოს, როცა Pixel Tablet-ზე ხმოვანი შეტყობინების გამოყენებას გადაწყვეტთ, კლავიატურა უფრო პატარა ზომას მიიღებს. 

კრისტინა დოროში Visa-ს ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა და 17 ქვეყანას უხელმძღვანელებს

ნახეთ, ACAG-ის სააგენტოების ნამუშევრები, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით