in

Google Pixel-ის სმარტფონს გულისცემისა და სუნთქვის სიხშირის გაზომვის ფუნქცია ემატება!

ამისათვის კომპანიამ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა

veon
veon

Google-მა განაცხადა, რომ Google Fit აპლიკაციას ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული გულისცემისა და სუნთქვის სიხშირის გაზომვის ფუნქცია ემატება. ის სენსორებსა და კომპიუტერის ხედვის ალგორითმების კომბინაციას იყენებს, რათა სმარტფონის კამერის მეშვეობით შეძლოს მონაცემების განსაზღვრა.

მას შემდეგ, რაც მომხმარებლის გულისცემა ან სუნთქვის სიხშირე გაიზომება, შესაბამის აპლიკაციაში შესაძლებელი იქნება, შედეგების ნახვა, როგორ იცვლებოდა ისინი დროთა განმავლობაში.

მობილური ტელეფონის კამერებისა და კომპიუტერის ხედვის ალგორითმების ბოლოდროინდელი მიღწევები საშუალებას იძლევა, დაფიქსირდეს სულ მცირედი მოძრაობები და კანის ფერის ცვლილება. შესაბამისად, მონაცემები იზომება არა მხოლოდ თითის წვერიდან, არამედ კომბინაციურად.

მართალია, აღნიშნული ფუნქციის გამოყენება სამედიცინო მომსახურების ხასიათის არაა, მაგრამ მისი მოხმარება ყოველდღიური თვალსაზრისით საკმაოდ მოსახერხებელია.

კომპანიის განცხადებით, ახალი ფუნქცია მომდევნო თვიდან ხელმისაწვდომი იქნება Google Pixel-ის სმარტფონებზე.

Samsung Galaxy S21-ის  გაყიდვების ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა!

ანუშკა ჩხეიძე მეორე ალბომს, “Move 20​-​21” აქვეყნებს