The Made by Google 2024-დან უკვე გავიგეთ, რომ Pixel 9-ის სმარტფონები, Pixel Buds Pro 2 და Pixel Watch 3 სასარგებლო განახლებებითა და მშვენიერი დიზაინით გამოვიდოდა. თუ Google-ის დიზაინერებს დავუჯერებთ, „რადიკალურად დავხვეწეთო“ ამბობენ — „გვინდოდა, შეგვექმნა ფუნდამენტური დიზაინის ელემენტები, რომლებსაც ადამიანები შეიყვარებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნური ინტელექტი გარდაქმნის მობილურ გამოცდილებებს, ტაქტილურობა, გამძლეობა და ობიექტების სილამაზე იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“.
ახლა კი გუგლის ორი დიზაინერი Pixel-ის მოწყობილობების 6 გამორჩეულ დიზაინის ელემენტს გვაცნობენ:
1. Pixel-ის ფორმა დაიხვეწა და მდიდრული ელფერი შეიძინა
პირველი შემთხვევაა, როცა Pixel 9 Pro 2 ზომაში გამოვა: Pixel 9 Pro is 6.3” და Pixel 9 Pro XL is 6.8” — თითოეული ელეგანტური, „გამოძერწილი“ ფორმებით, რომელთაც მომრგვალებული კუთხეები აქვს და ბრტყელი მინა წინა და უკანა მხარეს. ამას კი ზომის, კომფორტისა და სიძლიერის ლოგიკურ გაგრძელებად მიიჩნევენ. სულ ახალი დიზაინი აქვს, რითაც წინა მოდელებზე ორჯერ უფრო გამძლეცაა:
2. Pixel სამ ახალ ფერს გვანობს
Wintergreen, Rose Quartz და Peony-ის ფერები შემოგვთავაზეს, ინსპირაცია კი ყოველდღიური ნივთებიდან აიღეს, იქნება ეს იაპონური ტკბილეული, კოსმოპოლიტენის კოქტეილი თუ ტყავის მოდური ჩანთები…
3. Pixel კამერის ახალ დიზაინს გვიზიარებს
უნდა ვაღიაროთ, რომ Pixel საოცარი ფოტოების გადაღების უნარითაა ცნობილი, ახალ თაობებში კი ეს ამბავი დიზაინშიც გადმოიტანეს. არსებული ერთხაზიანი ვიზუალი დახვეწეს და მეტად ელეგანტურად აქციეს — „უფრო მიზანმიმართული და თანამედროვეა, ხელწერას ჰგავს, რომელსაც ადამიანები Pixel-ს უკავშირებენ“.
4. Pixel 9 Pro Fold მეტად გამძლე ხდება
როგორც ამბობენ, მეორე თაობის დასაკეც მოწყობილობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს, რითაც იგი ნამდვილ პროფესიონალურ გაჯეტად აქციეს. 1.5 მილიმეტრით უფრო თხელია და 26 გრამით მსუბუქი წინა მოდელზე. დასაკეცი მოწყობილობის მექანიზმი კი სრულად შეცვალეს, როგორც ხედავთ, Pixel 9 Pro Fold ალუმინის კორპუსშია მოქცეული:
5. Pixel Watch 3 უფრო მეტ ფერსა და ზომაში გამოვა
აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განახლება ის არის, რომ Pixel Watch 3 ორი ზომით, 41-მილიმეტრიანი და 45-მილიმეტრიანი ვარიანტებით, გამოვა. წყლისგან თავის დასაცავად 3D შუშითაც ფარავენ მას. საათის უფრო დიდ ვერსიას კი 40%-ით დიდი ეკრანიც აქვს, როცა პატარა ზომის მქონე მოწყობილობას სრულიად ახალი ფერი Rose Quartz ემატება.
6. Pixel Buds Pro 2 თქვენს ყურს უკეთ მოერგება
ახალი ფერადი ბადე აქვს, მეტად მარტივი და ხელმისაწვდომი ვიზუალითაა წარმოდგენლი, ამასთან, არც ნაცნობ წრიულ ფორმას ივიწყებენ. თუმცა სასურველი ფორმისთვის რომ მიეღწიათ, 45 მილიონი მონაცემი შეაგროვეს 3 200 ადამიანის ყურის დასკანერების შედეგად მსოფლიოს მასშტაბით. ასე ყურის მრავალფეროვან ფორმასა და ზომაზე მიიღეს ინფორმაციები.
სწორედ ამ კვლევით მივიდნენ Pixel Buds Pro 2-ის განახლებულ yoyo ფორმამდე და იმასაც მიაღწიეს, რომ მოწყობილობა ბევრი ადამიანისთვის კომფორტულად სატარებელი გახდეს.