Google-მა Android აპლიკაციების დეველოპერებისთვის ახალი საზომი შემოიღო, რის შედეგადაც მომხმარებლები Play Store-ში გაფრთხილებებს მიიღებენ იმის შესახებ, რომ კონკრეტულ აპლიკაციას ჭარბად მიაქვს ბატარეა. ჩათვალეთ, რომ ჩამკეტი მექანიზმის მსგავს სისტემას შემგვთავაზებს, რათა აპლიკაციებმა გამორთული ეკრანის დროს ფონური მუშაობა არ გააგრძელოს და ასე ბატარეა არ დახარჯოს.
Android Vitals-ის ეს მეტრიკა Samsung-თან ერთად შემუშავდა, OEM-ის მომხმარებლის გამოცდილების სიღრმისეული, რეალური ინსაითების საფუძველზე, რომელიც ბატარეის მოხმარებას უკავშირდებოდა, რასაც ანდროიდის მონაცემებიც დაემატა.
ბეტა ვერსია პირველად აპრილში ჩაუშვეს, მას შემდეგ კი გუგლი ალგორითმის დახვეწაზე მუშაობდა. ცვლილებები 2026 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება და თქვენი ბატარეის დაზოგვაზე იზრუნებს.










