in

Google Play-ის 2025 წლის საუკეთესო აპლიკაციები და თამაშები ცნობილია! 

წლის დასასრული ახლოვდება, ამიტომ Google Play გვიყვება, როგორ იყენებდნენ ადამიანები თავიანთ მოწყობილობებს გასული თვეების მანძილზე — Best of 2025-ის ჩამონათვალში წლის საუკეთესო აპლიკაციებსა და თამაშებს გვაცნობს. ასე კი მკაფიო სურათი ყალიბდება იმისა, თუ რას აფასებდნენ მომხმარებლები 2025 წელს, აქ მოწყობილობებს შორის მოქნილობა, შინაარსიანი თამაშები, პროდუქტიულობის გასაზრდელი ხრიკები და ის ინსტრუმენტები გვხვდება, რომლებიც ცხოვრებას ზედმეტი მოთხოვნების გარეშე ამარტივებს.

გუგლის 2025 წლის საუკეთესო აპლიკაცია ჰენკ გრინის Focus Friend გახდა — ფოკუსირების ტაიმერია, რომელიც მკაცრ შეხსენებებს Bean Friend-ით ამსუბუქებს:

2025 წლის ტოპ თამაში კი Pokémon TCG Pocket გახდა, რომელმაც საკოლექციო ბარათების შეგროვების იდეა ტაქტილურ მობილურ გამოცდილებაში გადაიტანა:

Best of 2025-ის სიაში ასევე ნაჩვენებია, როგორ იყენებენ დეველოპერები მრავალმოწყობილობიან ეკოსისტემებს — Best Multi-Device App თავისი AI რედაქტირების ხელსაწყოებით, რომლებიც ტელეფონიდან პლანშეტზე და პლანშეტიდან დესკტოპზე მარტივად გადადის Luminar: Photo Editor გახდა.

გამარჯვებულებს შორის Disney Speedstorm-იც დასახელდა, რომელიც პლატფორმებს შორის შეუფერხებელ გადასვლას, კარგ საკონტროლო ფუნქციებსა და დახვეწილ ვიზუალს გვთავაზობდა:

ქვემოთ კი 2025 წლის საუკეთესო აპლიკაციებისა და თამაშების სრულ სიას გაგაცნობთ:

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლის შესაძლებლობას ქმნის

ტოკენიზაცია უძრავ ქონებაში – „თეთრი კვადრატი” სექტორის ციფრულ ტრანსფორმაციას იწყებს