in

Google Play სანდო VPN აპლიკაციებს ვერიფიკაციის ნიშნებს დაამატებს

M2

მომხმარებლებს სანდო სერვისების პოვნაში რომ დაეხმარონ, Google Play შერჩეულ VPN აპლიკაციებს Verified-ის ნიშნულს დაამატებს. ეს იმას ნიშნავს, რომ აპლიკაციის დეველოპერებმა დაიცვეს Play-ის უსაფრთხოების სახელმძღვანელო წესები და Mobile Application Security Assessment (MASA) Level 2-იც გაიარეს, რაც, მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, იმას გულისხმობს, რომ აპლიკაციის უსაფრთხოება ორჯერ შემოწმდა. ამგვარად, ვერიფიკაციის ნიშნული მომხმარებლებს ანიშნებს, რომ პრიორიტეტი მათი უსაფრთხოება და კონფიდენციალურობაა.

მეტიც, VPN-ის აპლიკაციას სულ მცირე 10 000 გადმოწერა და 250 შეფასება სჭირდება იმისათვის, რომ ვერიფიკაციისთვის განიხილონ. ამასთან, აპლიკაცია Google Play-ში სულ მცირე 90 დღის მანძილზე უნდა იყოს და გაწერილ API დონის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებდეს. 

თუ გუგლს დავუჯერებთ, ვერიფიკაციის ნიშნული აპლიკაციებს დიფერენცირებაში დაეხმარება, გამოჩნდება კონკრეტული აპლიკაციების დეტალების გვერდზე და საძიებო შედეგებში. ტექნოლოგიური გიგანტი იმასაც გვეუბნება, რომ ახალი გვერდები შექმნა Google Play-ში, რათა მომხმარებლებს ვერიფიცირებული VPN აპლიკაციები ცალკე აჩვენოს. 

ვერიფიკაციის ახალი ნიშანი იმის ხაზგასასმელადაა, რომ აპლიკაცია პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებელთა კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას. ეხმარება მომხმარებლებს მიიღონ ინფორმირებული არჩევანი იმის შესახებ, თუ რომელ VPN აპლიკაციას გამოიყენებენ და იყვნენ თავდაჯერებულნი მათ მიერ გადმოწერილ აპლიკაციებში, — წერს Google ბლოგში.

სილქ ჰოსფითალითის ობიექტები Booking.com Traveller Review Awards-ის გამარჯვებულია

თიბისი IT აკადემიის კიბერუსაფრთხოების კურსი ქალებისთვის