2
Apr
2019

Google-მა საკუთარი სოციალური ქსელი – Google+ დახურა

2 Apr 2019

Alta
Alta


საძიებო პლატფორმის გიგანტმა Google, 2011 წელს ამოქმედებული სოციალური ქსელი Google+ დღეს დილით დახურა. ეს იყო Google-ის პირველი წარუმატებელი მცდელობა, ჰქონოდა სოციალური ქსელი. ამის შესახებ BBС წერს.

კომპანიის ინფორმაციით, Google-მა გადაწყვეტილება სოცქსელის პოპულარობის დაკარგვის გამო მიიღო. ცნობილია, რომ თითოეული ექაუნთის მფლობელის ინტერაქცია საშუალოდ 5 წამზე ნაკლებ ხანს გრძელდებოდა. სოცქსელის გაუქმებაში დიდი როლი ითამაშა 2018 წლის კიბერთავდასხმამაც, რა დროსაც 52.5 მილიონი ადამიანის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა. Google+-ის გაუქმების შესახებ ინფორმაცია 2018 წლის ოქტომბრიდან იყო ცნობილი.

მაშინ, როცა სხვა ტექნოლოგიური გიგანტები სერვისების გაფართოებას ცდილობენ (მაგ, Apple), აღიარებს, თუ არა Google სოციალური ქსელის დახურვით საკუთარ წარუმატებლობას? თუ ეს კომპანიის მხრიდან მოსალოდნელ, საინტერესო სიახლეებზე მიგვანიშნებს?

განხილვა