in

Google-ის Project Relate — აპლიკაცია მეტყველების დარღვევის მქონე ადამიანებისთვის

აპლიკაცია ამჯერად ტესტირებას გადის

veon
veon

Project Relate არის Google-ის კვლევის მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს, მეტყველების შეზღუდული უნარის მქონე პირებს დაეხმაროს — კერძოდ, მათ შესაძლებლობა ექნებათ, გაცილებით ადვილად დაუკავშირდნენ სხვა ადამიანებს და Google Assistant-ს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Google ხმის ამოცნობის მოდელების შექმნაზე მუშაობდა, რომელთაც უკეთ ესმის მეტყველების დარღვევის მქონე ადამიანების — როგორიცაა ALS, ცერებრალური დამბლა, პარკინსონის დაავადება, ინსულტი ან თავის ტრავმა. გასულ წელს პროექტი ცნობილი იყო როგორც Project Euphonia და მის ფარგლებში ხალხმა, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ფრაზა ჩაწერა.

ახლა კი კომპანია მეტად საფუძვლიან ტესტირებას იწყებს. Project Relate-ის ანდროიდ აპლიკაცია პირველ მომხმარებლებს სთხოვს, ჩამოწერონ ფრაზების ნაკრები, რომელიც პერსონალიზებული მეტყველების მოდელის შესაქმნელად იქნება გამოყენებული. ტრენინგის შემდეგ კი, შესაძლოა, ამ მოდელს სამი სახის განვითარება მოეძებნოს:

  • მოსმენა: მოსმენის ფუნქციით, აპლიკაცია მომხმარებლის მეტყველებას რეალურ დროში გარდაქმნის ტექსტად. ასე რომ, შესაძლებელი იქნება ტექსტის დაკოპირება და სხვა აპლიკაციებში ჩასმა, ან უბრალოდ სხვებისთვის მისი წაკითხვის საშუალების მიცემა.
  • გამეორება: ეს ფუნქცია ნათქვამის მკაფიო, სინთეზირებული ხმით გამეორებას გულისხმობს. სავარაუდოდ, ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება პირისპირ საუბრისას და მაშინ, როდესაც სახლში დამხმარე პირისთვის რაიმე დავალების მიცემაა საჭირო.
  • ასისტენტი: Relate აპლიკაციის მეშვეობით, Google Assistant-თან საუბარი პირდაპირაა შესაძლებელი, რათა მარტივად შესრულდეს სხვადასხვა დავალება — მაგალითად, შუქის ანთება ან სიმღერის ჩართვა.

ამ ეტაპზე კომპანია ინგლისურენოვან მომხმარებლებს ეძებს ავსტრალიაში, კანადაში, ახალ ზელანდიასა და შეერთებულ შტატებში, რათა ოფიციალურ ჩაშვებამდე საფუძვლიანად გაიტესტოს ახალი აპლიკაცია.

SavvY ახალ ბიზნეს მოდელზე გადავიდა – რა სიახლეებს სთავაზობს კომპანია ბაზარს?

მიდეა ჯგუფი – გზა ბოთლის თავსახურების წარმოებიდან მაღალტექნოლოგიურ საყოფაცხოვრებო ტექნიკამდე