in

Google-მა ახალი კურსი ჩაუშვა, რომელიც AI-ის გამოყენებას გასწავლით

ხელოვნური ინტელექტისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მივიღოთ, Google-მა გადაწყვიტა, ჩვენთვის ახალი კურსი შემოეთავაზებინა. ამჯერად იგი მომხმარებლებს AI ინსტრუმენტებთან ეფექტურ კომუნიკაციას ასწავლის. Google Prompting Essentials ტექნოლოგიური გიგანტისა და DeepMind-ის ექსპერტების მიერ შემუშავებული ონლაინ პროგრამაა და მოსწავლეებს პრაქტიკულ ტექნიკებზე დაუფლებას სთავაზობს, რომლებიც ზუსტი მოთხოვნების შესაქმნელად დასჭირდებათ. ამის შემდგომ კი ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალით სარგებლობას შეძლებენ როგორც პერსონალური, ისე პროფესიული მიზნით. 

ეს კურსი ადამიანებს მოთხოვნების შედგენის უნარებითა და ტექნიკებით აღჭურვავს, რომლებიც AI-ით სარგებლობისთვის დასჭირდებათ, რათა შეასრულონ ყოველდღიური ამოცანები, გააძლიერონ თავიანთი შემოქმედებითი უნარები, დაზოგონ დრო და გააკეთონ უფრო მეტი, — განმარტავს ლისა გეველბერი, გუგლიდან. 

მისივე თქმით, ეფექტური მოთხოვნის შედგენა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ისეთი ინსაითები გამოავლინონ, რომლებსაც სხვა შემთხვევებში ვერ იპოვიდნენ…

კურსი 5 ეტაპისგან შედგება, სავარჯიშოებსაც მოიცავს, რომლებიც AI-ის პრაქტიკაში გამოყენებას გულისხმობს. მოდულები კი ფარავს ყველაფერს დიდი დოკუმენტების შეჯამებიდან დაწყებული, იდეების ბრეინშტორმინგით გაგრძელებული და ელ.ფოსტების სხვადასხვა აუდიტორიაზე მორგებით დამთავრებული, რომ აღარაფერი ვთქვათ მონაცემების ვიზუალიზაციაზე. ფოკუსი აქ მიკერძოებების ამოცნობასა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობიანად გამოყენებაზეც კეთდება. 

10-საათიანი კურსის დასრულების შემდეგ კი მონაწილეები გუგლის სერტიფიკატს მიიღებენ, რომლის დამატებაც რეზიუმეებსა თუ ლინკდინზე მარტივად შეეძლებათ. ფასი 49 დოლარია, Google Prompting Essential-ის ახალი კურსი კი უკვე Coursera-ზეა ხელმისაწვდომი.

ტკბილეულის ბრენდი, რომელსაც Willy Wonka’s ქარხანას ადარებენ – Necco Wafers

Apple-ის ახალი რეკლამები იდიოტებად წარმოგვაჩენს