in

Google-ის ანგარიშის აღდგენას მალე თქვენი მეგობრების დახმარებით შეძლებთ

გუგლი ანგარიშების აღდგენის ახალ გზას გვთავაზობს — ისეთს, რომელიც მოწყობილობის დაკარგვის ან ჰაკერების შეტევის შემდეგაც არ დაკარგავს არსებულ ინფორმაციას. ახალი Recovery Contacts საშუალებას მოგცემთ, სანდო მეგობრები ან ოჯახის წევრები დაამატოთ, რათა ასე აღადგინოთ თქვენი ანგარიში და მათ თქვენივე იდენტობაც დაადასტურებინოთ. ხოლო, როცა ექაუნთზე წვდომას მოწყობილობის დაკარგვის ან პაროლის დავიწყების გამო დაკარგავთ, ამ პარამეტრებს უსაფრთხოების ჩანართში თქვენი Google Accounts-ის გვერდზე იპოვით. 

როცა უკვე წვდომა აღარ გექნებათ თქვენს ანგარიშზე, სხვაგვარად რომ ვთქვათ, როცა დაბლოკილი იქნებით, სარეზერვო მეთოდად აღდგენისთვის საკონტაქტო პირი შეგიძლიათ, აირჩიოთ, რომელიც, თავის მხრივ, მიიღებს კოდს. იგი 15 წუთის მანძილზე იქნება ვალიდური — სწორედ ამ ნომრის შეყვანა იქნება საჭირო ანგარიშში ხელახლა შესასვლელად. 

თქვენს ანგარიშზე სულ 10 საკონტაქტო პირის დამატება შეგეძლებათ, თუმცა მათგან თანხმობა დაგჭირდებათ, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. ხოლო მას შემდეგ, რაც აღმდგენ კონტაქტს დაამატებთ, მის გამოყენებას შემდგომი 7 დღის მანძილზე ვერ შეძლებთ. 

ანგარიშის აღსადგენ ახალ მეთოდებს შორის კომპანია მობილურის შეყვანის შესაძლებლობასაც გვთავაზობს, რაც განსაკუთრებით გამოსადეგია მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში. ხელსაწყო ავტომატურად აიდენტიფიცირებს ყველა ექაუნთს, რომელიც ამ ნომერზეა მიბმული. შეგეძლებათ წინა მოწყობილობის ჩაკეტილი ეკრანის პასკოდიც გამოიყენოთ ვერიფიკაციისთვის… ფუნქცია მსოფლიოს მასშტაბით ეტაპობრივად ჩაეშვება. 

Pixel-ის მფლობელები კი სკამერებისა და სპამ შტყობინებებისგან რომ დაიცვას, გუგლმა სპამების ლინკის დასადგენი ხელსაწყო ყველა მომხმარებლის Google Messages-ში ჩააშენა — როცა საეჭვო შეტყობინებას დააკლიკავთ, აპლიკაცია გაგაფრთხილებთ და შეგაჩერებთ, რომ კონკრეტულ გვერდს არ ესტუმროთ. 

ტექნოლოგიებში მეტად გათვითცნობიერებული ადამიანებისთვის კი კომპანია Google Messages-ს გასაღების დამადასტურებელ ფუნქციას ამატებს. აღნიშნული სხვა ადამიანის იდენტიფიცირებაში დაგეხმარებათ და თქვენი შეტყობინებების სრულად დაშიფრულობასა და კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს. Android 10-ის და უფრო გვიანდელი ვერსიის მქონე მომხმარებლებს შეუძლიათ, დადასტურებისთვის თქვენი კონტაქტის QR კოდიც დაასკანერონ.

დაბოლოს, მომხმარებლებს სკამერების შესახებ მეტი ინფორმაცია რომ მიაწოდოს, გუგლი Be Scam Ready-ის თამაშს უშვებს. 

როგორია 2026 წლის კრეატიულ-სტრატეგიული ხედვა: რეკომენდაციები წარმატებისთვის

როცა აცნობიერებ, რომ შენი როლი კრიტიკულია, გაჩერება, უბრალოდ, შეუძლებელია – ერეკლე მიქიაშვილი, საქართველოს ბანკის Advanced DevOps ინჟინერი