in

Google რეკლამებს YouTube Shorts-ზე გაუშვებს

შესაძლოა, Google-მა შემოსავლების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ანალიტიკოსებს მოლოდინები გაუცრუა, მაგრამ ახლა იგი ამ მაჩვენებლის გაზრდას YouTube Shorts-ზე რეკლამის გაშვებით აპირებს.

აღფრთოვანებული ვართ იმ შესაძლებლობებით, რასაც Shorts მომხმარებლებს, რეკლამის შემქმნელებსა და განმთავსებლებს სთავაზობს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, დადებითი გამოხმაურება კი დამატებით სტიმულს გვაძლევს, — აცხადებს ფილიპ შინდლერი, Google-ის ბიზნეს ოფიცერი.

მიუხედავად იმისა, რომ Google-ის შემოსავლებმა იკლო, YouTube-ის შემოსავლები ზრდას აგრძელებს. Shorts დღეში 30 მილიონი ნახვა აქვს, ეს კი გასული წლის მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია. ამის გათვალისწინებით, Google-ის რეკლამის განთავსება YouTube Shorts-ზე საკმაოდ კარგი სვლაც გამოდის.

იმასაც ამბობენ, რომ მსგავსად YouTube კონკურენციას TikTok-ს უწევს… ამჯერად კი პლატფორმა კონტენტ კრეატორების წახალისებაზეა ორიენტირებული. 100 მილიონი დოლარის Short Fund-იც გამოყო, სადაც კარგი კონტენტის ავტორებს გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე 10 000 დოლარით აჯილდოებს.

შეუჩერებელი პროტაგონისტი – Maserati-ის ავტოისტორია

30 აპრილს მზის დაბნელებაა — როგორ ვუყუროთ?