in

ანდროიდ სისტემას ემოჯების შერწყმისა და კითხვის სწავლების ფუნქციები დაემატა

veon
veon

Google-მა გადაწყვიტა, თავის ანდროიდ სისტემა მეტად ინტუიციური გაეხადა და ამისათვის რამდენიმე ახალი ფუნქცია დაამატა — მათ შორისაა ემოჯების შერწყმის ხელსაწყო, რომელიც ბავშვებს კითხვის სწავლაში ეხმარება.

Emoji Kitchen-ის მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ, საყვარელი ემოჯები გააერთიანონ და ერთ ვერსიად აქციონ. მაგალითისთვის, კომპანიის დემო ფოტოებში ნაჩვენებია კალათბურთის ბურთისა და კაშკაშა გულის სინთეზი, რის შედეგადაც გულის ფორმის კალათბურთის ბურთი მიიღეს, სპეციფიკური ელემენტებით. ამ ეტაპზე ფუნქცია იმ ემოჯებზე მოქმედებს, რომლებიც Gboard-ს აქვს.

შემდგომი მახასიათებელი უშუალოდ ბავშვებს ეხებათ, რომლებიც კითხვის სწავლის საწყის ეტაპზე არიან. Google Play Books-ში Practice ფუნქციით მონიშნულ სიტყვებს თუ ფრაზებს ბავშვები ხმამაღლა წაიკითხავენ — ამისათვის მიკროფონი უნდა ჩართონ. სისტემა კი ავტომატურად ეტყვის, რა წაიკითხეს სწორად ან რა უნდა ჟღერდეს განსხავავებულად.

რეალურად, სიახლე არა მხოლოდ პატარებს, არამედ არაინგლისურენოვან ადამიანებსაც ეხებათ, რომელთაც საუბრის დახვეწა სურთ.

13 ივნისს, Luna Flowers-ის ინგლისურენოვანი ალბომი “Temple Pharmacy” გამოვა

Hot Dog-ები? არა, გმადლობთ! Skoda გვირჩევს, როგორ დავიცვათ სიცხეში ძაღლები მანქანაში გადახურებისგან