in

რჩევები Google-ისგან, რომელიც გუნდის დისტანციურად მართვაში დაგეხმარებათ

სანამ კომპანიები თანამშრომლების სამუშაო გარემოში სრული გრაფიკით დაბრუნებაზე მსჯელობენ, პარალელურად, დისტანციური მუშაობის წესების გაუმჯობესება უწევთ. საბედნიეროდ, არსებობს ერთი კომპანია, რომლისგანაც სხვებს, ამ მხრივაც, ბევრის სწავლა შეუძლიათ – Google. “გუგლის” აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ, რამდენიმე კვირის წინ, დაადასტურა, რომ ორგანიზაცია 2021 წლის ივლისამდე იმუშავებს დისტანციურად. ეს ძალიან დამაჯერებელი გადაწყვეტილებაა, იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას წვდომა მსოფლიოში ყველაზე მდიდარ მონაცემთა ბაზაზე აქვს. მათ შორისაა, კვლევა, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა. გუნდმა 5000-ზე მეტი თანამშრომელი გამოკითხა და ასამდე ადამიანი მიიღო ფოკუს-ჯგუფში, რათა შრომის განაწილების გავლენაზე უფრო მეტი გაეგო. კვლევა შემდეგი საკითხების გაზომვაზე იყო ორიენტირებული: კეთილდღეობა, წარმადობა, პროდუქტიულობა და ურთიერთკავშირი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

Google-მა შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია, რაც უფრო შეთანხმებული გუნდის შექმნასა და მართვაში დაეხმარებათ კომპანიებს.

აქციეთ გუნდური შეხვედრები პრიორიტეტად

გუნდური შეხვედრები ხშირად მასთან ინტერაქციის ერთადერთი საშუალებაა. ამიტომ, მას დიდი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ. დისტანციური სამუშაოს მამოძრავებელი ძალა წერილობითი კომუნიკაციაა, თუმცა, გაუგებრობა ამ შემთხვევაშიც შეიძლება მოხდეს. იუმორი და საუბრის ტონი შეიძლება ვინმემ სხვანაირად აღიქვას, რაკი უშუალოდ ვერ ხედავს თანამოსაუბრეს.

ამის საპირწონედ, ვირტუალური შეხვედრები ემოციური კავშირის კარგი საშუალებაა, ის გუნდის წევრებს შორის ურთიერთგაგების ჩამოყალიბებაში გეხმარებათ. თუმცა, მეორე მხრივ, თუკი ბევრ ონლაინ შეხვედრას ჩანიშნავთ, თქვენს გუნდის წევრებს საქმის გასაკეთებლად დრო აღარ დარჩებათ.

გამოიჩინეთ პიროვნული ინტერესი

“გუგლი” გვირჩევს, შეხვედრის დრო გუნდის წევრების უკეთ გასაცნობად გამოვიყენოთ. შესაძლოა, ვირტუალური საუზმეც დაგეგმოთ ერთად. მნიშვნელოვანია, დასვათ ღია კითხვები, როცა ადამიანს უშუალოდ ესაუბრებით. მაგალითად, არ ჰკითხოთ “როგორი იყო შენი დასვენების დღეები?”, ჰკითხეთ – “რას აკეთებდი შაბათ-კვირას?”.

იყავით ყურადღებით

ზოგჯერ, ჩართულობა იკარგება, ვირტუალური შეხვედრისას. ნაწილობრივ მაშინ, როცა მიკროფონს ვთიშავთ ან ლეპტოპს ვუყურებთ.

დარწმუნდით, რომ სხვებს შეუძლიათ კამერის საშუალებით გიყურონ. გამორთეთ მიკროფონი, როცა ეს შესაძლებელია. გაეცით ვერბალური და არავერბალური დასტური, რომ უსმენთ. შეინარჩუნეთ თვალებით კონტაქტი და არ იყუროთ ტელეფონში.

მოიკითხეთ

მიეცით თანამშრომლებს თავისუფლება, თუმცა, დროდადრო მოიკითხეთ, გაამხნევეთ, გაახალისეთ. კარგი იქნება, ვირტუალურად თუ შეიკრიბებით და ფინჯან ყავაზე გაუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს.

აღიარეთ თქვენი გუნდის წევრები

დისტანციური მუშაობისას ადვილია უთხრათ მადლობა, უბრალოდ, ერთი სიტყვით. მაგრამ აგრძნობინეთ ნამდვილი შექება, დაანახეთ, რომ აფასებთ მათ ნამუშევარს.

ჩართეთ კოლეგები გუნდურ შეკრებებში

შესაძლოა, ინტროვერტი კოლეგების ჯგუფურ ონლაინ შეკრებაში ჩართვა გაგიძნეთ, თუმცა, თუკი ამას მაინც მოახერხებთ, ძალიან დაგეხმარებათ გუნდთან ურთიერთობაში. ვიდეოზარისას, შეისწავლეთ მათი სხეულის ენა, ეცადეთ, გაიგოთ, სინამდვილეში რისი თქმა სურთ.

დააწესეთ გუნდური ნორმები

ნორმები გამოხატავენ მკაფიო მოლოდინებს, როგორ გსურთ გუნდთან მუსაობა. თუმცა, მათი არამკაფიოობა სრულ გაუგებრობაში მოგაქცევთ. ამიტომ, თუკი რაიმე მოლოდინი გაქვთ, ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ კონკრეტულად.

გამოიყენეთ სწორი გარემო

როგორ წყვეტთ მისწეროთ თუ დაურეკოთ? როგორც აღმოჩნდა, დეტალური განხილვისთვის, ვიდეო უფრო მგრძნობიარე საშუალებაა. ხოლო დეტალების მკაფიოობისა და სწრაფი მოკითხვისთვის – შეტყობინება.

მნიშვნელოვანია ამ ორს შორის განსხვავების გააზრება. ზედმეტად ბევრმა ზარმა შეიძლება თანამშრომლებს გადაწვის შეგრძნება გაუმძაფროს. თუმცა, ასევე, შესაძლოა შეტყობინებების მიმოცვლამაც საკმაო დრო დააკარგვინოს ადამიანს.

აქციეთ კეთილდღეობა პრიორიტეტად

მწვავე პანდემიის პირობებში, თქვენი კეთილდღეობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზნით, Google გირჩევთ, შექმნათ მოსახერხებელი გარემო და ფიზიკურად გამიჯნოთ სამუშაო მაგიდა საცხოვრებლის დანარჩენი სივრცეებისგან. დააწესოთ სამუშაო დღის საზღვრები, რათა არ დაუთმოთ მეტისმეტად დიდი დრო საქმეს და პირადი ცხოვრება არ დაგავიწყდეთ. აუცილებლად მოიწყვეთ მცირე შესვენებები, სულ რამდენიმე წუთი, ყოველ საათში.

თუკი ამ რჩევებს მიყვებით, შეძლებთ ეფექტიანად მართოთ ემოციური ინტელექტის კაპიტალი და გუნდი, მთლიანობაში – დაეხმაროთ თანამშრომლებს.

 

წყარო: inc



„ევროპაბეთზე“ მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი, ნარდში, დასრულდა

როგორია Samsung Galaxy Watch 3 – ვიდეოინსტრუქციებმა პრეზენტაციამდე გაჟონა