in

Google-ის აპლიკაცია პერსონალური ინფორმაციის წაშლაში დაგეხმარებათ

veon
veon

Google-მა ახალი ფუნქციის შესახებ გამოაცხადა — ეს ძიების შედეგების წაშლის პროცესს გაამარტივებს, რომელიც თქვენს საკონტაქტო და სხვა პირად საიდენტიფიკაციო ინფორმაციებს (PII) შეიცავს. 

თუ, მაგალითად, ანდროიდზე Google-ის აპლიკაციას გახსნით და თქვენი პროფილის ავატარზე დააკლიკებთ, მენიუში Results about you-ს ველი გამოჩნდება. აქ კი უკვე განმარტავენ, როგორ შეუძლიათ მომხმარებლებს წაშალონ ძიების შედეგები, რაც მოიცავს ტელეფონის ნომერს, სახლის მისამართს, ელ.ფოსტასა და სხვა PII-ებს.

თუ დათვალიერებისას რაიმეს იპოვით, ზედა კუთხეში 3 წერტილს უნდა დააკლიკოთ, რაც შემდეგ შედეგის წაშლის ველს გაგიხსნით. ამას გარდა, თქვენ სამ ფილტრს გთავაზობენ, სადაც ნახავთ ყველა მოთხოვნას, მიმდინარე მოთხოვნასა და დამტკიცებულს. აქვე შეგიძლიათ დაწეროთ, რატომ გსურთ ამ შედეგის წაშლა, პასუხებად კი რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობენ:

  • ის აჩვენებს ჩემს პირად საკონტაქტო ინფორმაციას
  • ის აჩვენებს საკონტაქტოს ჩემთვის ზიანის მოყენების მიზნით
  • აჩვენებს სხვა პირად ინფორმაციას
  • შეიცავს არალეგალურ ინფორმაციას
  • მოძველებულია

წაშლის მოთხოვნის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას კი Google-ის ამ გვერდზე მიიღებთ.

როგორ გავხადოთ ციფრული ტრანსფორმაცია წარმატებული? — 3 ეტაპი

როგორ გავხადოთ ვებგვერდი ყველასთვის ხელმისაწვდომი