in

ასე ცდილობს Google თქვენი ეჭვების გაფანტვას

უამრავი ჩვენგანისთვის ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების ძირითად საშუალებას Google წარმოადგენს. თუ მნიშვნელოვან თარიღს ვერ იხსენებთ, ან ცნობილი მომღერლის სახელი „ენის წვერზე გადგათ“, იქნებ ისტორიულ პერსონაზე ბიოგრაფიული ცნობები გჭირდებათ ან უბრალოდ გაინტერესებთ წელს აღდგომა როდისაა – ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ „დაგუგლოთ“. Google Search-ს შეუძლია გაგვახსენოს, დაგვიდასტუროს, გაგვაცნოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია, გაფანტოს ჩვენი ეჭვები და მოგვიყვეს ყველაფერზე, რაც კი ინტერნეტში იწერება. თუმცა, გიფიქრიათ Google-ს შემოთავაზებული წყაროების ან მათზე დაყრდნობით მოცემული განმარტებების სანდოობაზე? Google ბევრს მუშაობს, რომ ამაზე არ იფიქროთ, რაც მომხმარებლის დეზინფორმაციისგან დაცვის მუდმივ მცდელობაში გამოიხატება. Review of Hope სწორედ ამას ადასტურებს. სააგენტო Toaster-ის მიერ შექმნილ ვიდეორგოლში, ინდონეზიაში ვაქცინაციის პროცესის მაგალითია განხილული. სიუჟეტიდან საძიებო სისტემის მიმოხილვის ფუნქციაზე ვიგებთ, რომლითაც Google მომხმარებელს სწორ ინფორმაციას, სწორი ადამიანებისგან,  სწორ დროს აწვდის. Google-ს მიმოხილვით ინფორმაციის სიზუსტე, არა მხოლოდ წყაროების სანდოობით, არამედ ადამიანების პირადი გამოცდილებითაა გამყარებული, რაც ინდონეზიელების მსგავსად, რთულ საკითხებთან დაკავშირებით, მარტივი ნავიგაციის საშუალებას მოგცემთ.

BOG

როგორ ვაქციოთ ერთ გუნდად ძველი და ახალი თანამშრომლები?

სეზონური კვება და მისი მნიშვნელობა